ბრიტანემა
მომღერალმა ჯორჯ მაიკლმა ავსტრალიაში
დაგეგმილი ტური პნევმონიის შეტევის გამო გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. 49 წლის მომღერალმა
განაცხადა, რომ ოქტომბერში, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ყველა კონცერტს
ჩაატარებს, რის შემდეგაც მას მკურნალობის კურსის გავლა მოუწევს.
მომღერალს პირველი შეტევა 2011 წლის ნოემბერში, ვენაში კონცერტის დროს დაემართა.
იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და ექიმებმა მძიმე პნევმონია დაუდგინეს. სამკურნალოდ საავადმყოფოში ერთი თვით დატოვეს.
გამოჯანმრთელებისთანავე მუსიკოსმა მაშინვე განაგრძო საკონცერტო ტური ევროპაში და
რამოდენიმე კონცერტი ჩაატარა, თუმცა იგი მხოლოდ ახლა-ღა აღიარებს, რომ სწორად ვერ შეაფასა თავისი
შესაძლებლობები და ძალებს არ გაუფრთხილდა.