საზოგადოება "როგორ აკადრე ასეთი სიბინძურეო!" - ვააჰ, ჩემი! გეგონება ამ გოგოს ტრანსპარანტზე ძაან "სისუფთავე" უწერია"-ბაკურ სვანიძე 2023, 24 მარტი, 14:02 ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში ფოტოს და სქრინს აქვეყნებს, სადაც პარლამენტთან მდგარ გოგონას საკმაოდ უწმაწური შინაარსის ტრანსფარანტი უჭირავს და წერს: "არა, ნუ ტ რ ა გ ი კ ო მ ე დ ი ა თუ გინდათ ესაა რა. გოგოს რა უწერია ტრანსპარანტზე და ეს ქალი რას მწერს ნახეთ -"როგორ ა კ ა დ რ ე ასეთი ს ი ბ ი ნ ძ უ რ ე ო!" - ვააჰ, ჩემი! გეგონება ამ გოგოს ტრანსპარანტზე ძაან "ს ი ს უ ფ თ ა ვ ე" უწერია და მე "ცოდვილმა" ავდექი და რაღაც "სიბინძურე" ვაკადრე! კაცო, ათიათასი ადამიანის თვალწინ, ქ უ ჩ ა შ ი რომ ამ ლოზუნგს გამოიტან, მერე მე "გაკადრე" რამე თუ შენ აკადრე იმ ათი ათას ადამიანს? ამისთანას მერე
"ა მ ო უ ღ ე ბ ს" შალვა რ ა მ ი შ ვ ი ლ ი და ეს ატეხავს წიკვინს - "ეს რა მაკადრა, რატომ ამომიღოო?!"...
არა, ისე, მე თუ მკითხავთ, ასეთ ვ უ ლ გ ა რ უ ლ ქაჯს "ამოუღო" კი არა, მოსახვევშიც არ უნდა დაანახო გაქცეულზე... მაგრამ "აკადრე" მართლა სასაცილოა ასეთთან მიმართებაში... ზოგადად, ეს რა იდიოტური მოდა შემოვიდა ამ ახალგარზდებში საჯაროდ უ ხ ა მ ს ი ლოზუნგების ფრიალი? მახსოვს, ჩემს სტუდენტობაში ე.წ."იატაკქვეშ" ვაკეთებდით ხოლმე "პ ა ხ ა ბ ნ ი კვნ-ს" და ვიწრო წრე ესწრებოდა მხოლოდ... არც ბილეთები იყიდებოდა, მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ და მათაც ვაფრთხლებდით, რომ "ყველაფერი მოსულა" და თუ ეს შენთვის მიუღებელია არ დაესწროო... ახლა, აგერ, ძმაო,
"იატაკქვეშ" კი არა, ათი ათასობით ადამიანის თვალწინ, ათობით ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გამოდიან ასეთი ლოზუნგებით... მართლა რა კრეტინობაა ეს?
ან რა მნიშვნელოობა აქვს რომელ აქციაზე გამოიტანს? ან მე ვემხრობი თუ არა მაგ აქციის მოთხოვნებს და "თანავუგრძნობ" თუ არა რა მნიშვნელობა აქვს?
რაო, ვითომ, უხამსი წარწერა თუ გექნება უფრო მალე დააკმაყოფილებს მ თ ა ვ რ ო ბ ა შენს მოთხოვნას თუ რა აზრი აქვს ამას? ნეტა ამასაც "განსხვავებულ აზრს"
და "თაობათა შორის შეხედულებების განსხვავებას" უწოდებენ? არა მგონია ეს ასე იყოს, ეს უბრალოდ უ ზ რ დ ე ლ ო ბ ა ა და მეტი არაფერი! ერთიც მინდა
ვთქვა - ჩემი შ ვ ი ლ ი, შეიძლება ჩემგან განსხავებულად ფიქრობდეს, გარკვეული გარემოებების, მის გარშემო არსებული ადამიანების, ასაკის, ბევრი რამის გამო! შეიძლება იმ აქციებზე მივიდეს, სადაც მე არ მინდა
რომ მივიდეს, შეიძლება ისეთი აზრიც გამოთქვას, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია! შეიძლება პ რ ი ვ ა ტ უ ლ საუბრებში ერთმანეთთან არც ჩვენ
ვერიდებოდეთ მაინცდამაინც "უცენზურო" გამოთქმებს... მაგრამ დ ა რ წ მ უ ნ ე ბ უ ლ ი ვარ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი შვილი ს ა ჯ ა რ ო დ, ათი ათასი
ადამიანის თვალწინ, ქუჩაში აი, ასეთ იდიოტობას მართლა არ იკადრებს და არ ირბენს ტრანსპარანტით, რომელზეც უხამსი სიტყვები იქნება დაწერილი! ამაში
მართლა დარწმუნებული ვარ და მ ა დ ლ ო ბ ა მას ამისთვის! ეს არ არის "ასაკის" და "თაობის" ბრალი!
ეს გაუზრდელობის და ოჯახის ბრალია და სამუდამოა! დანარჩენი კი, მართლაც ასაკთან ერთად გაივლის... (ისე კლდეზე "ხოხვა" არ არსებობს, "ცოცვაა" ეგ! ხოხვა არსებობს მიწაზე - აი, მ ი შ ა რო ხოხავდა გორში...)
მიყვარხარ თ... სულლ..."-წერს ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში. 77 3-ს მოსწონს
|