ქალი ვინ იყო ის ქალი, რომელმაც მსოფლიოში პირველად მკერდი პლასტიკური ოპერაციით გაიდიდა 2023, 23 მარტი, 15:44 ![]() ყველაფერი დაიწყო 1962 წლის გაზაფხულზე, როდესაც ექვსი შვილის დედა ტიმი ჯინ ლინდსი საოპერაციო მაგიდაზე დაწვა ჯეფერსონ დევისის საავადმყოფოში, ჰიუსტონში, ტეხასი. ორი საათის შემდეგ ის უკვე ფიქრობდა ერთი ზომით დიდი ბიუსტჰალტერის ყიდვაზე. "ის მშვენიერი მეჩვენა. შეხებისას რბილი იყო და ძალიან ჰგავდა რეალურს", - იხსენებს ოპერაციის შემდეგ განცდებს ლინდსი, რომელიც ახლა 90 წლისაა. ![]() ის გახდა ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც ოპერაციის გზით მკერდი გაიდიდა, არა და მკერდის გაზრდას არ აპირებდა. იგი საავადმყოფოში წავიდა მკერდზე ტატუს მოსაშორებლად .იქ კი ექიმებმა სთხოვეს, მოხალისე ყოფილიყო მკერდის გადიდების პირველ ოპერაციაზე. ქირურგებმა ფრენკ ჯიროუმ და თომას კრონინმა ჩაუტარეს ოპერაცია. ისტორიკოსების აზრით, სწორედ ჯიროუმ მოიფიქრა მკერდის იმპლანტის ახალი ტიპი. „ფრენკ ჯიროუმ ერთხელაც სისხლის გადასხმისთვის განკუთვნილის პლასტიკატის ბუშტი აიღო და შეამჩნია ქალის მკერდთან მისი მსგავსება“, - ამბობს ტერეზა რიორდანი, ავტორი წიგნისა „Making Beauty: A Story of Innovation That Made Us Beautiful“. ![]() "ესმერალდას ოპერაცია გავუკეთე. იმპლანტი კანქვეშ ჩავსვით და რამდენიმე კვირა დავტოვეთ. ესმერალდამ ნაკერები დაღეჭა და ამიტომ იძულებულები გავხდით იმპლანტები ამოგვეღო". ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ჯიროუმ გამოაცხადა, რომ იმპლანტები "წყალივით უვნებელია". ცოტა ხნის შემდეგ ქირურგებმა დაიწყეს ქალის ძებნა, რომელიც დათანხმდებოდა ოპერაციას. ტიმი ჯინ ლინდსი ცოტა რამ ახსოვს იმ დღისა. „მხოლოდ მახსოვს, ოპერაციის შემდეგ მკერდზე რაღაც სიმძიმე ვიგრძენი, მაგრამ სამი-ოთხი დღის შემდეგ ტკივილი გაქრა“, - ამბობს ლინდსი. ქირურგები კმაყოფილი იყვნენ მუშაობით, მაგრამ მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა გარდამტეხი ფაქტის წინაშე დადგნენ. „რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ვინმემ რომ ეთქვა, როგორ გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი, არ დავიჯერებდით"-ამბობს ტომას ბიგსი, რომელიც იმ ხანებში კრონინთან და ჯეროუსთან ერთად მუშაობდა. "მე ვერ წარმომედგინა ამ ოპერაციის მნიშვნელობა...კრონინმა ოპერაციის შესახებ ისაუბრა პლასტიკური ესთეტიკური ქირურგების საერთაშორისო საზოგადოების (ISAPS) შეხვედრაზე ვაშინგტონის ოლქში 1963 წელს. "ჩვენ ავაფეთქეთ პლასტიკური ქირურგიის სამყარო", - იხსენებს ბიგსი. ასე ჩაეყარა საფუძველი პლასტიკურ ქირურგიას. 151 2-ს მოსწონს
|