მიმოხილვა ცოტა რამ ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ავტომობილის შესახებ 2023, 23 მარტი, 15:02 ![]() პირველი ის, რომ Hongqi N701 კერძო პირზე არ იყიდება ორი მიზეზის გამო. პირველი: დაუშვებელია. მეორე: თავადაც არ ჰყოფნით. არ ჰყოფნით იმიტომ, რომ ეს ავტომობილი ცალობით იწყობა და ძალიან ძვირი ჯდება. ავტომობილის აწყობით დაკავებულია FAW კონცერნის ცალკე განყოფილება. არავინ იცის, რამდენი იქნება N701 -ის დაჯავშნული, "სახელმწიფო" ვერსია. ვის სჭირდება იციან, მაგრამ არ გეტყვიან. ![]() ![]() სი ძინპინის ვიზიტების დროს ყოველთვის ორი იდენტური მანქანა მოჰყავთ - მეორე სათადარიგოა, მასში მხოლოდ მძღოლი და ერთი მცველი ზის. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, ეს არ არის ლიმუზინი - რადგან ლიმუზინი გულისხმობს სალონში დანაყოფის არსებობას. ამ Hongqi N701-ში არ არის დანაყოფი - ეს არის უფრო დაგრძელებული სედანი. Hongqi N701 დაფუძნებულია კარგად ცნობილ L5 პლატფორმაზე. ალბათ ამიტომაცაა, რომ პროექტში ინვესტიცია საკმაოდ მოკრძალებულია. 570 მილიონი იუანი (დაახლოებით 200 მილიონი ქართული ლარი) . პლატფორმა იყენებს Toyota Land Cruiser SUV-ის განახლებულ ძარას. ![]() Hongqi N701 როგორც ზემოთ ავღნიშნეთ არ იყიდება - ამიტომ ფასი უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ღირებულება, რა თქმა უნდა, ფანტასტიური იქნება. 1023 2-ს მოსწონს
|