x
მეტი
  • 12.07.2024
  • სტატია:135939
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510270
ცოტა რამ ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ავტომობილის შესახებ
image

უკვე საიდუმლო არ არის, რომ ჩინეთის ლიდერის მანქანის მარკა და მოდელი არის Hongqi N701. მაგრამ თავად მანქანა, მისი ტექნიკური მახასიათებლები და წარმოება დიდწილად გასაიდუმლოებულია. თუმცა ამ პოსტში მაინც გაეცნობით ყველა იმ საინტერესო ფაქტს ამ ავტომობილის შესახებ, რისი მოპოვებაც შესაძლებელია.


პირველი ის, რომ Hongqi N701 კერძო პირზე არ იყიდება ორი მიზეზის გამო. პირველი: დაუშვებელია. მეორე: თავადაც არ ჰყოფნით.


არ ჰყოფნით იმიტომ, რომ ეს ავტომობილი ცალობით იწყობა და ძალიან ძვირი ჯდება.



ავტომობილის აწყობით დაკავებულია FAW კონცერნის ცალკე განყოფილება. არავინ იცის, რამდენი იქნება N701 -ის დაჯავშნული, "სახელმწიფო" ვერსია. ვის სჭირდება იციან, მაგრამ არ გეტყვიან.

image

როგორც თავად ჩინელები აცხადებენ, 50 მანქანის დამზადება იგეგმება და ეს უნდა განხორციელდეს 10 წლის განმავლობაში . მაგრამ ეს აშკარად არადამჯერებლად გამოიყურება, მეტიც, უფრო სიცრუეა, რადგან ათ წელიწადში ეს მანქანა უიმედოდ მოძველდება.მით უმეტეს საკმარისია გავიხსენოთ, რომ "მთავარის" წინა ავტომობილის- Hongqi N501 დებიუტი შედგა 2018 წელს. ოთხი წელი გავიდა - და უკვე არის არის ახალი სამთავარობო მანქანა.

image

ქვეყნის პირველი პირი ახალი ავტომობილით პირველად საზოგადოებაში 2022 წლის ივლისის დასაწყისში გამოჩნდა ჰონგ კონგში ვიზიტის დროს. შემდეგ კი ინდონეზიაში G20-ის სამიტზე.


სი ძინპინის ვიზიტების დროს ყოველთვის ორი იდენტური მანქანა მოჰყავთ - მეორე სათადარიგოა, მასში მხოლოდ მძღოლი და ერთი მცველი ზის. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.


პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, ეს არ არის ლიმუზინი - რადგან ლიმუზინი გულისხმობს სალონში დანაყოფის არსებობას. ამ Hongqi N701-ში არ არის დანაყოფი - ეს არის უფრო დაგრძელებული სედანი.


Hongqi N701 დაფუძნებულია კარგად ცნობილ L5 პლატფორმაზე. ალბათ ამიტომაცაა, რომ პროექტში ინვესტიცია საკმაოდ მოკრძალებულია. 570 მილიონი იუანი (დაახლოებით 200 მილიონი ქართული ლარი) . პლატფორმა იყენებს Toyota Land Cruiser SUV-ის განახლებულ ძარას.

image

ჩინელებმა შეიმუშავეს ახალი V12 ძრავა, თუმცა ადრეც ჰქონდათ 12 ცილინდრიანი CA12GV 6.0 ძრავა (440 ცხ.ძ.), რომელიც გარკვეულწილად მოგვაგონებს BMW M73B54 ძრავას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ძრავის ჩადგმა შესაძლებელია Hongqi N701-ზე - ახალი V12, ძველი V12 ძრავა, ასევე დადასტურებული V8 4.0 Turbo ძრავები ან თუნდაც ჰიბრიდი V6 ძრავით.





Hongqi N701 როგორც ზემოთ ავღნიშნეთ არ იყიდება - ამიტომ ფასი უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ღირებულება, რა თქმა უნდა, ფანტასტიური იქნება.

6
1019
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1019
  
2023, 6 აპრილი, 21:58
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 5 აპრილი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 აპრილი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 მარტი, 22:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მარტი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მარტი, 22:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6