x
მეტი
  • 13.06.2024
  • სტატია:135322
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509601
პირველად 55 წლის შემდეგ - გამოქვეყნდა ფოტოები იური გაგარინის გარდაცვალების ადგილიდან (ფოტოები)
image

რუსეთის სამეცნიერო და ტექნიკური დოკუმენტაციის სახელმწიფო არქივმა პირველად გამოაქვეყნა ფოტოები იმ ადგილიდან, სადაც მსოფლიოში პირველი კოსმონავტი იური გაგარინი დაიღუპა. ფოტოები განთავსებულია არქივის ვებგვერდზე.


კადრებში ჩანს MiG-15UTI ორადგილიანი სასწავლო თვითმფრინავის ფიუზელაჟის ფრაგმენტები, რომელზედაც გაგარინი და სამხედრო მფრინავი ვლადიმერ სერეგინი დაფრინავდნენ. ფოტოები დათარიღებულია 1968 წლის 28 მარტით, კატასტროფის მომდევნო დღეს.

image


image

გაგარინი და სერეგინი დაიღუპნენ 55 წლის წინ, 1968 წლის 27 მარტს, ვლადიმირის რეგიონის კირჟაჩსკის რაიონის სოფელ ნოვოსელოვოსთან, სასწავლო გაფრენის დროს.


image

2022 წლის დეკემბერში კოსმონავტების მომზადების ცენტრის არქივმა გაასაჯაროვა იური გაგარინის აქამადე გასაიდუმლოებული პირადი საქმე. დოკუმენტი შეიცავს პირად ანკეტას, ცხრილს სამხედრო სამსახურის და ინფორმაციას ოჯახის შესახებ, ასევე კოსმონავტთა კორპუსში თანამდებობების ჩამონათვალს და სხვა ინფორმაციას.


2021 წლის აპრილში, ამერიკულმა ჟურნალმა Popular Mechanics დაწერა, რომ იური გაგარინი, რომელიც იყო კოსმოსში ნამყოფი პირველი ადამიანი, ასევე იყო პირველი ადამიანი, ვინც გაფრინდა ჰიპერბგერითი სიჩქარით.

4
681
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
681
  
2023, 6 აპრილი, 22:01
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 5 აპრილი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 აპრილი, 23:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 მარტი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4