საბჭოთა წარმოების ძველისძველმა УАЗ–მა იაპონური Nissan Pathfinder–ი დალეწა.
ძველისძველმა საბჭოთა კავშირში აგებულმა ყველგანმავალმა УАЗ–მა თანამედროვე იაპონურ მანქანას Nissan Pathfinder–ს "წირვა გამოუყვანა" შეჯახებისას.
როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, სად საბჭოთა კავშირის დროინდელი ყველგანმავალი УАЗ–ი და სად ცნობილი იაპონური კონცერნის მანქანის Nissan Pathfinder–ის შედარებაო, მაგრამ თავად ფაქტია საოცარი–რუსულმა ყველგანმავალმა ისე მილეწა იაპონური ყველგანმავალი თითქოს ყრუ კედელს შეჯახებოდა Nissan Pathfinde–ი.
თუმცა უნდა ითქვას–ეს ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან УАЗ–ი მასიურ ჩარჩოზეა აწყობილი, ხოლო ძარა 1მილიმეტრიანი მეტალითაა აწყობილი.
იაპონური მანქანა კი კომპოზიტური მასალებითაა აგებული წონის შესამცირებლად და დიზაინის იერსახისათვის.
გთავაზობთ სურათებს ამ "დუელის" მერე.

