ტენდენციები მათ გარეგნობაში მხოლოდ ერთი დეტალი დაიმატეს და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ (15 ფოტო) 2023, 25 მარტი, 9:01 წითელი ხალიჩისთვის, ან წვეულებისთვის მზადების პროცესში, ვარსკვლავები და მათი დიზაინერები, გარეგნობაზე გულდასმით ფიქრობენ. ყველაფრის კომპლექსურად გააზრებაა საჭირო: ვიზაჟით და ვარცხნილობით დაწყებული — ფეხსაცმლით და აქსესუარებით დამთავრებული... და ხან, სამოსის მხოლოდ ერთადერთი დეტალი შეიძლება გახდეს სწორედ ის საფინალო შტრიხი, რაც საზოგადოების ყურადღებას ყველაზე მეტად მიიქცევს. აქ თქვენს ყურადღებას, სწორედ ასეთ დეტალებზე გავამახვილებთ: ნაომი კემპბელმა Burberry–ის ისედაც დახვეწილი დიზაინის კაბა, სახეზე მიწებებული ბროლის ქვებით, კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. ასიმეტრიული წითელი ქუდი ფლორენს პიუს წითელ კაბასთან კომბინაციაში, ნამდვილად რომ ზღაპრულად გამოიყურება. «ლაზიერის გამბიტის» «ჭადრაკის დედოფალმა» ანია ტეილორ-ჯოიმ ყურადღება იმით მიიქცია, რომ გადაცემაზე «ღამის შოუ ჯიმი ფელონთან ერთად», მეტად უცნაური ფეხსაცმლით მივიდა. ხოლო, დაკოტა ჯონსონი, წითელ ხალიჩაზე, Schiaparelli–ის მოდის სახლის შავი კაბით გამოცხადდა, რომელსაც დეკოლტეზე ოქროს სკულპტურული ტუჩები ჰქონდა. წვეულებაზე მისულმა მარგო რობიმ კი, საზოგადოების ყურადღება იმით მიიქცია, რომ თეთრი ფერის კოსტიუმზე გრძელი მაქმანებიანი პერანგი ეცვა. ფილმის – «მთელი არსებით» ვარსკვლავი, ტეილორ რასელი ერთ–ერთ ღონისძიებაზე მეტად ეგზოტიკური კაბით მივიდა, რითაც იქ მყოფი საზოგადოების ყურადღება, ნამდვილად რომ მიიქცია. ლუსი ლიუ ლონდონის ფოტოსესიაზე თანამედროვე კონკიას იმიჯით წარსდგა და მას მომხიბვლელი აქსესუარი — ყვითელი კლატჩიც შეუხამა. Gucci–ის კაბაში გამოწყობილი, სალმა ჰაიეკი ისედაც «ანათებდა». ხოლო, ოქროსფერმა ჩანთამ და მასიურმა ბეჭედმა, მისი იმიჯი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. ეს კი, კეიტ ჰადსონის დეკოლტეა, ოღონდ, უკუღმა. ფეხმძიმე რიანამ, თავისი მდგომარეობის შესაფერისი სამოსი შეარჩია. თუმცა, მაინც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ანჯელა ბასეტი წითელ ხალიჩაზე იისფერი კაბით გამოცხადდა. კაბა დიდი არაფერი, მაგრამ მისმა უცნაურმა ჩანთამ, საზოგადოების და მოდის ექსპერტების ყურადღება ნამდვილად მიიქცია. ჯენიფერ კულიჯი კი, ყურადღების ცენტრში, შავი ქსოვილის თავსაკრავით აღმოჩნდა, რომელიც მის მიერ შექმნილი იმიჯს, ნამდვილად რომ მოუხდა. ეს მოციმციმე ვარდები, ჰალი ბერის რომანტიკულ იმიჯს, ნამდვილად რომ ხაზს უსვამდა და ავსებდა. როგორც ჩანს, ჩანაფიქრმა გაამართლა... ფან ბინბინი საზოგადოების წინაშე ულამაზესი Tony Ward–ის კაბით წარსდგა. თუმცა, ყურადღების ცენტრში ის, ვიქტორიანული სტილის, მწვანე მოსასხამის წყალობით აღმოჩნდა. ვინნი ჰარლოუს კაბის დამატებად დიადემა გახდა, რომელმაც მოდელს განსაკუთრებული შარმი შესძინა. სარა ჯესიკა პარკერის სამოსში «მაგნიტის» ფუნქცია — ბუმბულებიანმა ქუდმა შეასრულა. ხოლო, დემი მური Versace–ს ჩვენებაზე, ყურადღების მისაქცევად, ზოლებიანი ქვედაბოლოთი მივიდა, რომელიც შარვლის ზემოდან ეცვა. არხის სხვა სიახლეები:* სიცოცხლე მარსზე ჩაისახა* როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო მძიმეა – ერთი კილოგრამი ბამბა, თუ რკინა?* ყველაზე შთამბეჭდავი სამოსით, წითელ ხალიჩაზე (15 ფოტო)* უძველესი ასტრონავტები – ვინ იყვნენ? უცხოპლანეტელები კოსმოსიდან, თუ...* მეცნიერებმა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი დაასახელეს* ასტრონომებმა პარალელური სამყაროს სავარაუდო კვალი აღმოაჩინეს* National Geographic Travel Photographer 2022 – საუკეთესო ფოტოები242 შეფასება არ არის
|