აფხაზეთი "სურთ საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა.. აფხაზეთი მეორე ფრონტის ერთ-ერთი ფლანგია"-ასლან ბჟანია 2023, 22 მარტი, 13:03
გუშინ ტურისტულ სასტუმრო "ინტერ-სოხუმის" საკონფერენციო დარბაზში პოლიტიკური პარტია "ამცახარას" მორიგი, მე-14 ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც აღნიშნა, რომ საერთაშორისო ვითარება ახალ უფორ დაძაბულია, ვიდრე 2008 წელსო.ამის შესახებ იტყობინება Эхо кавказа.
ყრილობას ესწრებოდნენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ.ვიცე პრეზიდენტი ბადრა გუნბა, პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბა . დამსწრე საზოგადოებას მოხსენებით მიმართა პარტიის თავმჯდომარემ, აფხაზეთის გმირმა ალექსეი (ლესიკ) ცუგბამ. მან დიდი ყურადღება დაუთმო საერთაშორისო ვითარებას: „მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო მეზობელ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. შესაძლებელია რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა. აფხაზეთი ამ მეორე ფრონტის ერთ-ერთი ფლანგია. ეს პირდაპირ ჩვენ გვეხება. ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ. რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს, ამისათვის ჩვენ გვჭირდება, როგორც არასდროს, ისეთი ერთობა საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ, აფხაზები, ერთიანები ვართ სამშობლოს დაცვის საკითხებში, მზად ვართ ვიბრძოლოთ და გავაგრილოთ ცხელი თავები ენგურს გაღმა“. ასევე მან დასძინა: „სტრატეგიული შეცდომა იყო ის, რომ 2014-2019 წლებში ჩვენ ხელიდან გავუშვით ერთობლივი რუსულ-აფხაზური სამხედრო ბაზის აშენების შესაძლებლობა. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, მაშინდელი პარლამენტის წევრი, ოპოზიციაში ყოფნისას, ამ ბაზის მშენებლობის მომხრე იყო. დღეს ასეთი ბაზა არსებობა ყველა კითხვას მოხსნიდა. პარტია "ამცახარა" მხარს უჭერს აფხაზეთის ხელმძღვანელობას რუსეთთან თანამშრომლობით მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ყველა მიმართულებით“. დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ: "ისე როგორც არასდროს, დღეს მნიშვნელოვანია შიდა ერთიანობის საკითხები საერთო საფრთხის წინაშე. საერთაშორისო სოციალურ-პოლიტიკური ვითარება უკიდურესად რთულია. რუსეთი იძულებულია ჩაატაროს სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ, გთხოვთ, დაფიქრდეთ, ორმოცდაათზე მეტი სახელმწიფოა, მათ შორის თითქმის მთელი ევროპა და შეერთებული შტატები! ამ ფონზე იგივე ძალებს სურთ საქართველოს ხელისუფლების დამხობა და როგორც უკვე აღვნიშნეთ მეორე ფრონტის გახსნა. მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციები ემზადება. დღეს სიტუაცია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე 2008 წელს. ამ პირობებში ჩვენ მუდმივად უნდა გავაძლიეროთ ყოვლისმომცველი, მრავალმხრივი თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან და მის რეგიონებთან. 2014 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შესაქმნელად სათანადოდ არ იქნა გამოყენებული. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ იმას, რომ 2019 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მარკულაში ერთობლივი სამხედრო ბაზის აშენების გადაწყვეტილება აფხაზეთში დაბლოკეს... ამის მიუხედავად, ვინც არ უნდა წააქეზოს, მტერი ვერ გაივლის აქ". 97 2-ს მოსწონს
|