x
მეტი
  • 24.05.2024
  • სტატია:134847
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509257
"ისედაც მთელი მსოფლიო დაგცინით" - ნატალია ვეტლიცკაია რუსებს მიმართავს
image

58 წლის ნატალია ვეტლიცკაია უფრო მკაცრ ლექსიკაზე გადავიდა, რადგან ჩვეულებრივი სიტყვები აღარ არის საკმარისი!



ნატალია ვეტლიცკაია გახლავთ საბჭოთა და რუსი მომღერალი, ცნობილი პოპ-ჯგუფის "მირაჟის" ყოფილი სოლისტი. იგი ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო კონცერტებზე, ფესტივალებზე თუ კორპორატიულ წვეულებებზე.


სკოლის დამთავრების შემდეგ ნატალია მოეწყო ალა პუგაჩოვას ბალეტის სკოლაში "რეციტალში", სადაც თითქმის ერთი წელი მუშაობდა ქორეოგრაფად.



1983 წელს მან სიმღერები ჩაწერა ფილმისთვის "მერი პოპინს, ნახვამდის!" ხოლო 1988 წელს ნატალია გახდა პოპ ჯგუფის "მირაჟის" სოლისტი.


მან ამ ჯგუფში მოღვაწეობა მხოლოდ ფულის გამომუშავების შესაძლებლობად აღიქვა, რადგან თავად ვეტლიცკაიას არ მოსწონდა "მირაჟის" მუსიკა.


1990-იან წლებში ნატალია ჩამოშორდა ჯგუფს, რათა სოლო კარიერა გაეგრძელებინა.


2012 წლიდან კი მომღერალი ესპანეთში ცხოვრობს.


ესპანეთში მომღერალი აქტიურად იცავდა უკრაინას და აქვეყნებდა პოსტებს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციაში გადაწვიტეს, რომ მისთვის უცხოელი აგენტის სტატუსი მიენიჭებინათ.გასული წლის ოქტომბერში ვიტალი ბოროდინმა, ფედერალური უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელმა, მიმართა რუსეთის გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს, რუსი მომღერლის ნატალია ვეტლიცკაიას უცხოელ ჯაშუშად აღიარების მოთხოვნით.


აი, როგორ გამოეხმაურა ამ ფაქტს თავად მომღერალი:


”ბიჭებო, შეწყვიტეთ სმა. ისედაც მთელი მსოფლიო დაგცინით. ჯერ ჩემს კონცერტზე ბილეთებს ყიდით მის გამართვამდე ერთი წლით ადრე, მერე კი, როცა მშვიდობისკენ მოვუწოდე, გინდა უცხოელი აგენტის სტატუსი მომანიჭოთ? სერიოზულად?ჩემთვის სულ ერთია, უცხოელი აგენტი, დაე იყოს უცხოელი აგენტი. თქვენ ცხოვრობთ თქვენს შიდა სამყაროში“, - მიმართა ნატალია ვეტლიცკაიამ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს.


ჯგუფების "რონდოს" და "მირაჟის" შემდეგ ნატალიას განსაკუთრებული პოპულარობა ხვდა 90-იანებში, როდესაც ჩაწერა ისეთი სიმღერები, როგორიცაა "Посмотри в глаза”, "Но только не говори мне", "Душа, "Лунный кот" და «Магадан", რომელიც წლის საუკეთესო სიმღერად დასახელდა 1994 წელს.


1
1343
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1343
  
2023, 23 მარტი, 22:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1