x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
რუსი მომღერლის, ნატალია ვეტლიცკაიას უცხოელ ჯაშუშად აღიარებას ითხოვენ
image

ვიტალი ბოროდინმა, ფედერალური უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელმა, მიმართა რუსეთის გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს, რუსი მომღერლის ნატალია ვეტლიცკაიას უცხოელ ჯაშუშად აღიარების მოთხოვნით. ამის შესახებ ტელეგრამ არხი SHOT გამოქვეყნებული დოკუმენტის საფუძველზე იტყობინება.


„ვთხოვთ <...> განიხილოთ ფიზიკური პირის ნ.ი. ვეტლიცკაიას უცხო ქვეყნის აგენტად ცნობის საკითხი 2012 წლის 28 დეკემბრის №272-FZ ფედერალური კანონის 2.1 მუხლის საფუძველზე; ნათქვამია დოკუმენტში.


აღნიშნულია, რომ "ინსტაგრამის" მონიტორინგის დროს ორგანიზაციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ვეტლიცკაია, რომელიც ახლა ესპანეთში ცხოვრობს, აქვეყნებს პოსტებს, რომლებშიც ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას მოსკოვისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში სპეცოპერაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გამო



ამავდროულად, არტისტი აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს უცხოური ინტერნეტ რესურსებიდან, სადაც ლანძღავს და ამცირებს რუსებს, ლახავს სამხედროების და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ღირსებას.


ამ სოციალურ ქსელში 52 ათასზე მეტ მომხმარებელს აქვს გამოწერილი ვეტლიცკაიას გვერდი, ასე, რომ ორგანიზაცია თვლის, ადგილი აქვს საჯარო მიმართვებს, რომელიც ქვეყნის და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვის სამსახურში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიციას ემსახურება..



ამავდროულად, უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური სამსახური გენერალურ პროკურორს სთხოვს დადგეს მომღერლის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.


58 წლის ნატალია ვეტლიცკაიას მუსიკალური კარიერა 1980-იან წლებიდან იწყება, თანამშრომლობდა ისეთ ჯგუფებთან, როგორიცაა "რონდო" და "მირაჟი", განსაკუთრებით პოპულარობა ხვდა 90-იანებში, როდესაც ასრულებს ისეთ პოპულარულ სიმღერებს, როგორიცაა "Посмотри в глаза”, "Но только не говори мне", "Душа, "Лунный кот" და «Магадан", რომელიც წლის საუკეთესო სიმღერად დასახელდა 1994 წელს.

1
473
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
473
  
2022, 12 ოქტომბერი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1