x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ვის დასმას აპირებს პუტინი ზელენსკის ჩამოგდების შემთხვევაში?
image

სხვადასხვა მედია საშუალებები, მათ შორის ბრიტანული Financial Times, პუტინს კიევის აღების და ზელენსკის დამხობის შემთხვევაში გამზადებული ჰყავს მარიონეტული, დროებითი მთავრობის ახალი მეთაური-ეს არის ოლეგ ცარევი.


როგორც პოლიტიკოსთან დაახლოებული წრიდან ხდება ცნობილი, თავად ცარევი, როგორც ჩანს, ახლა მართლაც უკრაინაში იმყოფება.


„უკრაინაში ვარ. კიევი გათავისუფლდება ნაცისტებისგან!“ - წერდა ცარევი 24 თებერვალს დილის 6:21 საათზე. ანუ როგორც თავად რუსები უწოდებენ: პუტინის "სპეცოპერაციის" დაწყებამდე.



უფრო მეტიც, შემდეგ პოსტებში პოლიტიკოსი მიანიშნებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უკვე ჩავიდნენ ისინი, ვინც ქვეყნის მართვა უნდა გადაიბაროს : „ზელენსკის მთავარი შეცდომა ის არის, რომ მან არ შეასრულა თავისი წინასაარჩევნო დაპირებები. როგორც რამდენიმე დღის წინ გავაფრთხილე, ეს ნიშნავს, რომ მის ნაცვლად მოვა ხალხი, ვინც შეძლებს მათ შესრულებას. და უკვე ჩამოვედით. Ჩვენ აქ ვართ. უკრაინაში დაისადგურებს მშვიდობა და იქნება თავისუფალი!“-წერს ცარევი.


ოლეგ ცარევი 2014 წელს უკრიანის პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს, თუმცა მოგვიანებით მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ის სეპარატისტების მხარეს დადგა და უკრაინის არმიის წინააღმდეგ იბრძოდა. 2014 წლის 26 ივლისს იგი გახდა ნოვოროსიის პარლამენტის სპიკერი, კონფედერაცია, რომელიც მოიცავს თვითგამოცხადებულ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს.



2014 წლის 3 ივნისს ცარევს უმაღლესმა რადამ (უკრაინის პარლამენტი) მოუხსნა საპარლამენტო იმუნიტეტი და გაიცა მის დაპატიმრებაზე ბრძანება.ახლა ცარევი იძებნება როგორც „უკრაინაში საჯარო მოწოდებებით არსებული კონსტიტუციური წყობის დამხობის, მისი სახელმწიფო საზღვრების შეცვლის და დაუმორჩილებლობის აქტების ორგანიზებისთვის, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები და მრავალი მსხვერპლი სამართალდამცავებსა და სამოქალაქო პირებს შორის“.


რუსი პროკურორები უარს ამბობენ ცარევის უკრაინაში ექსტრადირებაზე და აცხადებენ, რომ მათ ასეთი მოთხოვნა უკრაინისგან არ მიუღიათ. (თუმცა უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის მხარე ცრუობს)

0
1754
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1754
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0