x
მეტი
  • 30.06.2022
  • სტატია:120421
  • ვიდეო:354464
  • სურათი:492551
რა გახდა "დირსში" მკვლელობის მიზეზი? - ორი საპირისპირო ვერსია
image

როგორც ცნობილია სასტიკი მკვლელობა მოხდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე."დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში, მოკლული და დაჭრილები ერთი ოჯახის წევრები არიან.



პოლიციამ 37 წლის გრიგოლ დოჩია (ფოტოზე)დააკავა. მას გამოძება განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. მან ერთი ოჯახის ოთხი წევრი დანით დაჭრა, ერთი მათგანი გარდაიცვალა, მძიმეა ორის მდგომარეობა.


"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აპრილს, თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.



ოთხივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, ერთ-ერთი დაჭრილი - 1979 წელს დაბადებული გ.ს. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.


დაზარალებულების მხარე აცხადებს, რომ 16 წლის არასრულწოვანს კონკრეტული პირები ამცირებდნენ და აბულინგებდნენ, კონფლიქტში მამა და ბიძა ჩაერთო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი მკვლელობიით და დაჭრით დასრულდა. მოკლულია ბიძა. ხოლო დაჭრილი მამა შვილის გადასარჩენად ექიმები ამ წუთებშიც იბრძვიან.


სრულიად საპირისპირო ვერსიას ავრცელებენ დაკავებულის, გრიგოლ დორჩიას ოჯახის წევრები, მამაკაცი შვილებთან ერთად "დირსის"კომპლექსის ეზოში იმყოფებოდა. ტელეფონი ჰქონდა დამჯდარი და დარეკვა ითხოვაო.



"ტელეფონი ჰქონდა დამჯდარი. დარეკვა სთხოვა. [იმათმა] დაგარეკინებთო.. კარგი ოქროო... ამ ყველაფერს ბავშვები ესწრებოდნენ, შელაპარაკება მოხდა. ბავშვებმა [თქვეს] მამას პატარა დანა დაუსვევს ხელზეა. დუბინკებს ურტყამდა 4 კაცი" - განაცხადა დაკავებულის მეუღლემ.


"ტელეფონი სთხოვა, ოთხივე შვილი თან ახლდა და შეურაცხყოფა მიაყენეს... აგერ მაქვსო და ეს ტელეფონი არ გინდაო?! იმ 16 წლის ბიჭმა, მამაც გვერდზე ახლდა და ბიძაც. მერე ყველა ერთად დაესია, ყველა ერთად ურჩევდა. ბავშვებთან როგორ იქცევიო, როგორ უზრდელობო.." - დასძინა ერთ-ერთმა მეზობელმა.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს

0
705
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
705
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0