x
image
Yoona
Mediator image
რეიტინგი: 2023 წლის ყველაზე ძლიერი და სუსტი პასპორტები მთელ მსოფლიოში
თქვენი პასპორტიდან გამომდინარე მოგზაურობის ორგანიზება შეიძლება შედგებოდეს სამი ეტაპისგან: ბილეთის დაჯავშნა, სასტუმროს პოვნა და თავად მოგზაურობა.


მთელ მსოფლიოში ბევრისთვის ყველაფერი ასეთი მარტივი არაა. ზოგიერთი პასპორტის მფლობელებმა ტურისტული ვიზა ჩასვლამდე უნდა აიღოს. ვიზის აღებას დანიშნულების ქვეყნის მთავრობის თანხმობა სჭირდება, რაც დროში რამდენიმე კვირა ან თვე შეიძლება გაიწელოს.


image

მაგალითად, იაპონური პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ 193 ქვეყნის მონახულება წინასწარი თანხმობის გარეშე (თითქმის ყველა ქვეყანა). მეორე მხრივ, ავღანელებს ასე მარტივად მხოლოდ 27 ქვეყანაში უშვებენ.



გთავაზობთ კომპანია Henley & Partners–ის პასპორტების ინდექსს, რომელიც წარმოადგენს ქვეყნების საერთაშორისო რეიტინგს თავისუფლად გადაადგილების დონის მიხედვით.


გადავხედოთ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ პასპორტებს 2023 წელს

image

ზოგიერთ ქვეყანას აქვს ვიზა, რომ ვიზიტორების რაოდენობა მარტივად აკონტროლონ და შეაფასონ, ამ პასპორტის მფლობელი არალეგალური იმიგრაციის, დანაშაულის, ტერორისტული საფრთხის ან ფარული თვალთვალის საფრთხეს ხომ არ ქმნის.


მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტები 2023 წელს

რაც შეეხება ყველაზე ძლიერ პასპორტებს, ტოპ ოცეულში, ძირითადად, აზიის და ევროპის ქვეყნები მოხვდა. გამონაკლისია ახალი ზელანდია და აშშ.


მრავალრიცხოვანი კავშირის გამო აშშ ტექნიკურად მე-17 ადგილზეა და უვიზოდ წვდომა 187 ქვეყანაში აქვს, როგორც ნორვეგიას, ახალ ზელანდიას და შვეიცარიას.


ბოლო პერიოდში საქართველომ პასპორტის სტატუსი გააუმჯობესა და ამჟამად უვიზო მიმოსვლა 115 ქვეყანაში შეგვიძლია (რეიტინგში 92-ე ადგილი).


ყველაზე სუსტი პასპორტები მთელ მსოფლიოში 2023 წელს


ბევრი ძლიერი ქვეყანა ომის შედეგად განადგურებული და პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყნებიდან პასპორტებს იღებს. ჩვეულებრივ, სამოგზაურო ვიზა საჭიროა უკანონო ქმედებებთან საბრძოლველად, ეს ქვეყნები ხშირად აღინიშნება.


ნაკლებად გავლენიან ქვეყნებს შორის ლიდერია ჩრდილოეთ კორეა. კუნძულოვან ერს 40 ქვეყანაში უვიზო წვდომა აქვს, რაც მას სიაში 8 სხვა პასპორტზე მაღლა აყენებს.


ჩრდილოეთ კორეელების უმეტესობა საზღვარგარეთ მხოლოდ უკიდურესად განსაკუთრებულ პირობებში, სამუშაოდ, სასწავლებლად ან სპორტული შეჯიბრებისთვის გადიან. ტურისტული მოგზაურობა არ ხდება, მაგრამ ტექნიკურად შეუძლიათ ეწვიონ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჰაიტი, სენტ-ვინსენტი, პალესტინა და ყირგიზეთი.


რა შეიცვალა 10 წელში

image

საერთო სურათის მიხედვით მთელი მსოფლიოს მოგზაურებმა დაინახეს, რომ სხვა ქვეყნებში წვდომა ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მაგალითად, ახლა საქართველოს პასპორტის მფლობელებს, უვიზოდ მიმოსვლა დამატებით 55 ქვეყანაში (სულ 115 ქვეყანა) შეუძლია.


15 ქვეყანა, სადაც უვიზო მიმოსვლაში დიდი ცვლილებები მოხდა

image

მეორე მხრივ, სხვა ქვეყნებში ცუდი მდგომარეობაა, ზოგიერთ მიმართულებაზე წვდომა 2013 წლლიდან თითქმის დაიკარგა. აქ პირველ ადგილზეა იემენი და სირია, რომლებმაც ბოლო ათწლეულში 9 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლა დაკარგეს.


15 ქვეყანა, რომლებმაც ნეგატიური ცვლილებები განიცადეს

image

ამ ცხრილის შემხედვარე თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლებში სამყარო უფრო ღია გახდა.


ზოგადად, პასპორტის ძალა მსოფლიოს პოლიტიკურ მდგომარეობას თითქმის პირდაპირ ასახავს. მსოფლიოს ძალებს და მდიდარ ქვეყნებს, როგორც წესი, მოგზაურობის თავისუფალი ნაკადი აქვთ, მაგრამ არასტაბილურობის ან ომის პირობებში დაბრკოლებებთან შეჯახება უწევთ, როცა საზღვარგარეთ წასვლა სურთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

2. იმოგზაურე მარტივად - 20 საუკეთესო გადაწყვეტილება ბევრი ნივთის ჩემოდანში ჩასატევად

3. 18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს

4. 100 იდეა მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ

5. რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში?

6. მოგზაურობაში მაცივრის მაგნიტი წაიღეთ! სასტუმროში დაგჭირდებათ

0
240
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
240