x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134716
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509039
კავკასიურ-მედიტერანულ ენათა ნათესაური კავშირი

image

ცნობილია, რომ კავკასიურ-მედიტერანული ურთიერთობების მკვლევართა ერთ ნაწილს აინტერესებს სავსებით კონკრეტული საკითხი - შეიძლება თუ არა, კავკასიური ენები ხმელთაშუა ზღვის აუზის უძველეს (მედიტერანულ) ენათა მონათესავედ მივიჩნიოთ. ენათა გენეტიკური ნათესაობის დამტკიცების ყველაზე საიმედო კრიტერიუმად მიჩნეულია ბგერათა რეგულარული შესატყვისობების დადგენა შესადარებელ ენათა შორის. მაგრამ ამ მეთოდის გამოყენებას კავკასიურ და ხმელთაშუა ზღვის ენების შესწავლაში მკვლევართათვის ჯერ კიდევ არ მიუცია სანდო შედეგები. და მაინც, სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, ამ ენათა შეპირისპირებისას უკვე გამოვლენილი ფაქტები - წინაბერძნულში დადასტურებული ქართველური კომპონენტები და პირიქით, ქართველურ ენებში გამოვლენილი ეგეოსური ელემენტები - საკმარისია იმისთვის, რომ ამ ენათა შორის არსებული ნათესაობა დავასაბუთოთ. სხვანი კი, ამის საპირისპიროდ, ამტკიცებენ, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია ვილაპარაკოთ კავკასიურ-მედიტერანული ენობრივი სათესაობის შესახებ.

3
79
4-ს მოსწონს
ავტორი:vendeta357
vendeta357
79
  
2012, 12 დეკემბერი, 18:47
მაშ ჯერ არ არის დადგენილი ეს უბრალოდ მოსაზრებაა ჩემი არა ;)
2012, 5 ოქტომბერი, 2:33
კავკასიური ენები მეტად საორჭოფო თემაა, რადგანაც ასოური, ჯიქური, ინგუშური და ჩეჩნური ენების მონათესავე კავშირი უდაოა.. თუმცა ქართულ ენასთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ამის გამო იქნა გამოთქმული მოსაზრება კავკასიელ ,,მკვლევართა" მიერ, რომ თითქოს ქართველთა კავკასიაში დასახლება, შედარებით გვიანდელ პერიოდს უკავშირდება და ისინი კი ძირძველი, მკვიდრი კავკასიელები არიან.. თუმცა ეს ყველაფერი გაცილებით სერიოზული არგუმენტებით შეგვიძლია გავაქარცყლოტ.. აი ენა კი სადაო საკიტხია - თუ ჯერ ჩვენ ვიყავიტ, ესეიგი მათი საერთო ენა საიდანღაც ,,წამოღებულია" ან და პირიქით...
2012, 1 ოქტომბერი, 18:35
+1000000000000
0 1 3