x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
აწეული ქვედაბოლო, ჩამოწელილი დეკოლტე და ვარსკვლავების კიდევ 8 ხმაურიანი კონფუზი

image


ცნობილი ადამიანები ნებისმიერი გარემოებისთვის უნდა იყვნენ მზად, იქნება ეს ქართან გამკლავება თუ მოუხერხებელი კაბის მთელი საღამო ატანა, რომელიც ყველა მათ "ღირსებას" საჯარო განხილვის თემად აქცევს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 უხერხულ შემთხვევას, როდესაც ვარსკვლავები არასწორად შერჩეული სამოსის გამო საზოგადოების წინაშე საჯაროდ შერცხვნენ და კრიტიკის ქარცეცხლშიც მოექცნენ.




კორტნი ლავი


image


თვლა თაყვანისმცემლებსაც კი აერიათ, რამდენჯერ გადაიკეთა კორტნი ლავმა მკერდი. ყველა მანიპულაცია როკ - მომღერლის ბიუსტის ფორმასა და მისი კანის მდგომარეობაზე აისახა. საინტერესოა, ნუთუ კორტნი მართლა ფიქრობს, რომ ეს დეკოლტე იდეალურად უსვამს ხაზს მის მკერდს, თუ მან ასეთი კაბა განზრახ ყურადღების მიქცევის მიზნით აირჩია?





ზაინა დრიდი


image


ზაინა არ ელოდა რომ ამინდი გაფუჭდებოდა და წითელ ხალიჩაზე ძლიერი ქარი ამოვარდებოდა. იტალიელი მსახიობი მთელი ძალით ცდილობდა ინტიმური ადგილების დაფარვას, თუმცა უშედეგოდ... ყველამ ნახა რა იმალებოდა იტალიელი ლამაზმანის ფირუზისფერი კაბის ქვეშ.





ლედი გაგა

image


ლედი გაგა - უხერხულ სიტუაციებში მოხვედრის რეკორდსმენია. ამჯერად, ამერიკელ სუპერვარსკვლავს სცენაზე გამოსვლის დროს ტყავის შარვალი ნაკერებზე გაერღვა, მაგრამ როგორც წესი, პოპ-მომღერალი თავის ყველა კონფუზს "შავ პიარად" ოსტატურად აქცევს. ასეთი კაზუსების შემდეგ "ოსკარის" მფლობელ მომღერალს კიდევ დიდხანს განიხილავენ.





პრიანკა ჩოპრა


image


ამერიკული ტელესერიალის "კუანტიკოს" მთავარი როლის შემსრულებელმა, მომხიბვლელმა ინდოელმა მსახიობმა პრიანკა ჩოპრამ ამ კაბის არჩევით სრული ფიასკო განიცადა და კრიტიკის ქარცეცხლშიც აღმოჩნდა, მსახიობის დეკოლტე მისი მკერდის ფორმას აბსოლუტურად არ შეეფერებოდა.





შანინა შეიკი


image


ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს უჩვეულო კაბა ავსტრალიელი სუპერმოდელის შანინა შეიკის სხეულზე იდეალურად გამოიყურება, მაგრამ თუ მას სხვა კუთხიდან შეხედავთ დარწმუნდებით რომ საზოგადოების წინაშე სრულიად განსხვავებული "ხედი" იშლება, და ეს კიდევ მისი მეტ-ნაკლებად წესიერი ფოტოა. ინტერნეტსივრცეში შეგიძლიათ ბევრად უფრო თამამი კადრებიც იხილოთ.




რიანა


image


რიანა თავისი თამამი კაბებით უკვე აღარავის აკვირვებს, თუმცა ქვებით მორთული ამ თეთრეულის კომპლექტის არჩევისას ბარბდოსელი ლამაზმანი ზომაში აშკარად შეცდა. ბიუსტჰალტერი მომღერალის მკერდს ისე ძლიერად აჭერდა, რომ მისი ეპატაჟური გამოსვლა სრულ ფიასკოდ იქცა.





ჯენიფერ გარნერი



image


ჯერ კიდევ 2014 წელს მსახიობმა აღიარა რომ მაკორექტირებელ თეთრეულზე გიჟდება, თუმცა არავინ მოელოდა წითელ ხალიჩაზე მის ასეთი ბანდაჟით გამოჩენას, და სანამ დანარჩენი ვარსკვლავები დიზაინერების ორიგინალურ კაბებში ბრწყინავდნენ, გარნერი მაკორექტირებელი საცვალით "ბრწყინავდა".





ემა სტოუნი


image


წითელ ხალიჩაზე კონფუზს არაფერი მოასწავებდა. ემა სტოუნი საკმაოდ გრძელ, ყვითელ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელსაც ნაკლებ სავარაუდო იყო რაიმე უხერხული სიტუაცია გამოეწვია, მაგრამ მსახიობმა საკუთარი საცვლების დემონსტრირება ოსტატურად მაინც მოახერხა.მაყურებელთა უმრავლესობის აზრით, "ოსკაროსანმა" მსახიობმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა, რათა ინტერესი მისი პიროვნების მიმართ კიდევ უფრო გაეზარდა, რადგან მის შესახებ საზოგადოებამ ბოლო პერიოდში ცოტა მიივიწყა.





ლინდსი ლოჰანი


image


ლინდსი ლოჰანის მორიგი სამარცხვინო ფოტოებით ტაბლოიდების გვერდები აჭრელდა. ამჯერად, მსახიობს მანქანიდან გადმოსვლისას ქვედაბოლოს გასწორება დაავიწყდა. ახლა ვარსკვლავის ფორმების შეფასება ყველას უპრობლემოდ შეუძლია.





ემა უოტსონი


image


ემა უოტსონს შეგვიძლია მხოლოდ ვუთანაგრძნოთ. მსახიობს თაყვანისმცემლებისთვის ავტოგრაფების დარიგება და სელფების გადაღება წვიმისა და ძლიერი ქარის დროს მოუწია. "ჰარი პოტერის" ვარსკვლავს ჩაცმულობაზე საფიქრელად დროც კი არ ჰქონდა, ქარი კი მის გრძელ, ღრმა ჭრილის კაბას ჯიუტად აფრიალებდა. უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობის თაყვანისმცემლებისადმი ერთგულება ასჯერ ფარავს ამ კონფუზს.






0
214
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
214