x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
,,ყველა თავის გადაწყვეტილებას იღებს"- ჟერარ პიკემ შაკირასთან საჯარო დაპირისპირების შესახებ ისაუბრა

image
ჟერარ პიკემ ყოფილ საყვარელ ცოლთან საჯარო დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. წყვილი გასულ ზაფხულს დაშორდა პიკეს ღალატის ფონზე, რომელიც შემდეგ საყვარელთან დარჩა.

ესპანური რადიოსადგურის RAC1-ის ეთერში ფეხბურთელს ჰკითხეს, მოუსმინა თუ არა შაკირას ახალ სიმღერებს. ერთ-ერთ მათგანში ქალი მღერის მის ღალატზე და აუგად მოიხსენიებს მის 23 წლის შეყვარებულს სტუდენტ კლარა ჩიას. ტექსტში შაკირამ აღნიშნა რომ პიკემ „ფერარი Renault Twingo-ზე და Rolex-ი Casio-ზე გაცვალა“, შეადარა თავი ძვირადღირებულ ბრენდებს და კლარა ჩია ბიუჯეტის ბრენდებს. თავიდან პიკეს არ სურდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ მოგვიანებით მან მაინც უპასუხა და თქვა, რომ, პირველ რიგში, ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა ეს სიტუაცია მათ შვილებზე. პიკეს და შაკირას ორი საერთო ვაჟი ჰყავთ: საშა და მილანი.

”ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები. ყველა თავის გადაწყვეტილებას იღებს, ” - თქვა მან. ”მე არ მინდა მეტის თქმა. უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს ჩემს შვილებთან. არაფერი არ გამაბედნიერებს ვიდრე ის ფაქტი, რომ ისინი იყვნენ ბედნიერები".image


დაშორების შემდეგ შაკირამ არაერთხელ ისაუბრა პიკის ღალატზე და მასთან განშორებას "კოშმარი" უწოდა. მანამდე ინტერვიუში მან თქვა, რომ "იმ ქალებისთვის, რომლებიც არ უჭერენ მხარს სხვა ქალებს, ჯოჯოხეთში არის ცალკე ქვაბი".


0
144
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0