x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცნობილი ქალბატნები, რომლებმაც მკერდი დაიპატარავეს

ალბათ, მთელ მსოფლიოში ვერ მოიძებნება ქალი, რომელიც თავისი გარეგნობით 100%-ით კმაყოფილია, შავგრე, ნებს სურთ, რომ ქერები იყვნენ და პირიქით, სწორთმიანებს ხვეული თმა სურთ და ა. შ. მკერდის მოცულობით ქირურგიული მანიპულაციების მოთხოვნაზე საუბარიც არ ღირს. გაგიკვირდებათ, და ყველა ქალს არ სურს დიდი მოცულობის მკერდის ქონა მთელი რიგი პრობლემების გამო:

1. დრიუ ბერიმორი

დრიუ საკმაოდ დიდი გოგონა დაიბადა, მაგრამ ჯერ კიდევ სამსახიობო კარიერის დაწყებამდე ის გახდა სპორტული დარბაზის რეგულარული სტუმარი და ფორმაში ჩადგა. თუმცა, მოცულობითი მკერდი არღვევდა ჰარმონიას. ” დიდი ბიუსტი უზარმაზარი ფსიქოლოგიური ტვირთია”, - თქვა ამერიკელმა. "რაც არ უნდა გამხდარი იყოსთ, თუ დიდი ზომა გაქვს, ყოველთვის უფრო მსუქანი გამოჩნდებით, ვიდრე სინამდვილეში ხართ." როდესაც დრიუ 20 წლის გახდა, მან მკერდის 3 ზომა ოპერაციით 1 ზომაზე ჩამოიყვანა.image

2. პამელა ანდერსონი

90-იანი წლების სექს-სიმბოლოს მკერდის ტრანსფორმაციის დროები ტაბლოიდებსაც კი ერევათ. პამელამ პირველი ოპერაცია ჯერ კიდევ თინეიჯერობისას გააკეთა - ახალგაზრდულ ფოტოებში სილიკონის მომავალი დედოფალი თითქმის ამოუცნობია. 1999 წელს მსახიობს ძალიან დიდი მკერდი მობეზრდა და იმპლანტები გაცილებით მოკრძალებულით ჩაანაცვლა. მოგვიანებით პამელამ თქვა, რომ ცდილობდა დაბრუნებოდა თავის ბუნებრივ ფორმებს. მაგრამ მიუხედავად ყველა ტრანსფორმაციისა, “მალიბუს მაშველების" ვარსკვლავი და 55 წლის ასაკში ძალიან მიმზიდველი რჩება.
image

3. ნიკოლ კიდმანი

როგორც ამბობენ, ცნობილი მსახიობი მკერდის გადიდების გადაწყვეტილებამ ძალიან გაახარა. ნიკოლი მოდას აჰყვა და სოციალურ ღონისძიებებზე ამაყად პოზირებდა დეკოლტით. თუმცა, რამდენიმე წლის წინ კიდმანი მოულოდნელად გამოჩნდა ისევ ძველი ზომით. მოგვიანებით გაირკვა: ვიღაცამ ნიკოლს უთხრა, რომ მკერდში უცხო სხეულებმა შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური მოწამვლა. ავსტრალიელმა გადაწყვიტა თავად არ შეემოწმებინა ეს სიმართლე იყო თუ არა და დაპატარავება გადაწყვიტა.image

4. ვიქტორია ბექჰემი

ახალგაზრდობაში მომღერალი ძალიან დაკომპლექსებული იყო მკერდის მოცულობის გამო, მას სრულიად არასექსუალურად თვლიდა. ამიტომ, ერთი კი არა, ორი გადიდების ოპერაცია გაიკეთა. 2009 წელს მან აშკარად გააცნობიერა, რომ ასეთი სიგამხდრით მეოთხე ზომა არც თუ ისე ჰარმონიულად გამოიყურებოდა და მას შემდეგ, რაც მან მეოთხე შვილი გააჩინა, მთლიანად მოიშორა იმპლანტები.image

5. ჯენიფერ კონელი

ოსკაროსანმა მსახიობმაც მიმართა მკერდის დაპატარავების ოპერაციას, რადგან მისი თქმით, წელი გამუდმებით სტკიოდა და ხერხემლის პრობლემებს უქმნიდა.image

6. კრისტინა რიჩი

კრისტინამ, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია კომედიაში "ადამსების ოჯახი" შესრულებული როლით, 2000-იანი წლების დასაწყისში გადაწყვიტა მკერდის დაპატარავება- სწორედ იმ მომენტში, როდესაც სილიკონის პოპულარობის პიკზე იყო. ზედმეტად პომპეზურმა ფორმებმა დაბალი რიჩი არაპროპორციულად აქცია. გარდა ამისა, ძალიან ხშირად ამჩნევდა, რომ მამაკაცები პირველ რიგში თვალებში კი არა მკერდზე უყურებდნენ, ამიტომ, 2 ზომით დაპატარევების შემდეგ სრულებით დაკმაყოფილდა.image




0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0