სიახლეები ნამდვილი "Carმაგედონი" -მასიური ავტოსაგზაო შემთხვევა უნგრეთში(ფოტო-ვიდეო) 2023, 13 მარტი, 15:53 ![]() აღნიშნულია, რომ ინციდენტი M1 მაგისტრალის 26-ე კილომეტრზე, დედაქალაქ ბუდაპეშტის გასასვლელთან მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ავარიის შედეგად 19 ავტომობილი დაიწვა. სულ დაშავდა 36 ადამიანი - აქედან 1 გარდაიცვალა, 13 -ის მდგომარეობა მძიმეა.საშინელი ავტოკატასტროფის შემდეგ პოლიციამ ორივე მიმართულებით გზატკეცილი გადაკეტა. ![]() ![]() უნგრეთის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ავტოავარიისგან გმაოწვეული ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე მივიდა ოთხი სამაშველო ვერტმფრენი და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები მეზობელი ქალაქებიდან, რათა დახმარებოდნენ დაზარალებულებს. საგამოძიებო და აღდგენითი სამუშაოებისთვის გზა ორივე მიმართულებით გადაკეტილი იყო, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა. ![]() ![]() ![]() 173 3-ს მოსწონს
|