x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სამხრეთ ოსეთში მეგი გოგიტიძის კონცერტზე გამოჩენილ ქართულ დროშაზე გაღიზიანდნენ
image

ქართველმა მომღერალმა მეგი გოგიტიძემ რუსეთში ტურნეს ფარგლებში ჩრდილოეთ ოსეთში ორი კონცერტი გამართა და შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.



თუმცა ბევრმა არაღიარებულ სამხრეთ ოსეთელმა აღშფოთება ვერ დამალა იმის გამო, რომ ვლადიკავკაზის ერთ-ერთ რესტორანში გოგიტიძის გამოსვლის დროს ქართული დროშები გამოჩნდა და ახალგაზრდებმა „ქართულ ენაზე იმღერეს“.გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს




ზალინა: მე ამას ძალიან უარყოფითად ვუყურებ. ჩვენ ვნახეთ იმდენი მწუხარება ქართული აგრესიისგან. შეიძლება ეს არასწორია, მაგრამ ქართული მეტყველებაც კი ძალიან უსიამოვნო ასოციაციებს იწვევს ჩემში, მით უმეტეს გამოსვლები ჩრდილოეთ ოსეთში . სამხრეთ ოსეთმა იმდენი სისხლი დაღვარა, რომ ჩრდილოეთ ოსეთმა ასეთი რამ არ უნდა დაუშვას, მიუღებელია.




ალანა: არ ვიცი, არ მიმიდევნებია თვალი, უბრალოდ ვნახე ერთ-ერთი ბლოგერთან, რომელიც კონცერტზე ერთობოდა. შემდეგ კი, როცა ყველა გარემოება გაირკვა, დაწერეს ამის შესახებ, გავარკვიე, რომ მან (მომღერალმა) იქ საქართველოს დროშა ჩამოკიდა. ჩვენ დავიწყეთ საუბარი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე. დედაჩემი ქართველია, როგორ უნდა ვიქცეოდე ამ დროს? მე არ ვიყავი იქ, ასე რომ არ ვიცი რა მოხდა. მომხრე ვარ, რომ ყველა ადამიანმა მშვიდად იცხოვროს. არ აქვს მნიშვნელობა ქართველები არიან, თუ ოსები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მშვიდად იცხოვროს და ერთმანეთის ესმოდეთ. და ისე, რომ არავინ თავის მხრივ არ გადააჭარბოს... ცოტა უაზრობად მეჩვენება მისგან ქართული დროშის გამოტანა. მე გულწრფელად მჯერა და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს მშვიდობა, რომ არ იყოს ასეთი კონფლიქტები."


ჟანა: ვფიქრობ, ძალიან ცოტა დრო გავიდა 2008 წლიდან, ოსებსა და ქართველებს შორის ბოლო ომის შემდეგ. ჭრილობები ჯერ არ შეხორცებულა. ადამიანები, რომლებმაც ომში საყვარელი ადამიანები დაკარგეს, იმათთვი მტკივნეულია, რა თქმა უნდა და ისინი აღშფოთებულები არიან. ეს ალბათ ოდესმე გაივლის, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. და მაინც, რა თქმა უნდა, ეს აღმაშფოთებელია.


2
328
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
328
  
2023, 12 მარტი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2