x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"არა რუსულ საპონს! არა რუსულ საპონს!" - ბაკურ სვანიძე

image

ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში სატირული ხასიათის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:


"უჰ! დილიდანვე წამოვდექი და გრილი შხაპის ქვეშ გმირულად დავდექი... მოვუმატე ჭავლს და თავი ნამდვილ გმირად ვიგრძენი! მაგრამ,
მერე გამახსენდა, რომ ევროკავშირის დროშა არ მეჭირა ხელში და ჩემს გმირობას ცოტა რაღაც აკლდა... ამიტომ ეგრევე სიმღერა დავიწყე - "ევროპააააა! ევროპააა! ჩემო ლამაზოოოო! ზურმუხტოოოო! ზურმუხტოოოოო! ანუ ალმასოოოო"
იმდენად დახვეწილი ხმა და სმენა მაქვს, რომ ჩემს მეზობლებს შეშურდათ და ყვირილი დამიწყეს - "ნუ ბღავიხარ, ჯერ ძალიან ადრეა, გვეძინებაო!"
ჰმ! ამათ არ უნდათ ხო ევროპა? - გავიფიქრე და ავყვირდი - "რუ-სე-ბო! რუ-სე-ბო!“ - კიდევ უფრო გმირად ვიგრძენი თავი!
"და, ბაკურჩიკ, ხაწელ ჩტო ნე ბუდ?" - მომესმა ხმა ჩემი ერთ-ერთი
მეზობლის აივნიდან. ეგ ბინა რუს კოლიას აქვს დაქირავებული და მისი ცოლი ალიონა ცოტა არ იყოს თვალს მიპაჭუნებს ხოლმე... "არა, კაცო, რა უნდა მინდოდეს ამ ალიონზე"-თქო, "გავუშუტკე" ჩემებურად ალიონას და მე თვითონ ჩავბჟირდი...
"ნუ ტი ჟე ნას ზვალ - რუსებო, რუსებო?!" - ისევ მომესმა ალიონას ნაზი ხმა... რომ აღარ გავხედე განაწყენებული შებრუნდა სახლში და ზუსტად
მაგ დროს მომესმა მაგ ბინის მეპატრონის ხმაც -
"კოლია, ამ თვის ქირა როდის უნდა მომცეთ? ეს ბოლო დღეებია აქციებზე ვდგავარ და გავცივდი, წამლები მაქვს საყიდელი" - უტ**კებდა ალიონას
ქმარს ჩემი ევროკავშირის დროშაშემოხვეული მეზობელი, რომელსაც უკვე ექვსი თვეა ბინა ამ რუსებზე აქვს გაქირავებული... ამასობაში მივხვდი
რომ გმირობა უნდა გამეგრძელებინა და ჭავლს კიდევ უფრო მოვუმატე! რაო? ეგ რაის გმირობააო?
რას მეუბნებით ბიჭო! იქ ვიღაცეები ჩაცმულები, წყალგაუმტარი "პლაშოვკებით" იდგნენ წყლის ჭავლის წინ და ისენი არიან გმირები და მე აგერ,
სულ შიშველი ვეწამები შხაპის ქვეშ და მე არ ვარ გმირი? მაგდენი თაფლი სად ვიშოვო, თორემ ჯერ თაფლს წავისვამდი შიშველ ტანზე,
მერე წყლის ჭავლს შევეშვირებოდი და ორმაგ გმირობას ჩავიდენდი! აბა!
თქვენ მასწავლეთ ახლა მე გმირობა და სამშობლოსთვის თავგანწირვა!
ნეტავ ჩემი "ენჯეოს" ხელმძღავნელი მიყურებდეს ახლა, კაი მოზრდილ პრემიასაც ხომ გამომიწერდა?
უიმე! ეს რა წავიკითხე! "დეტსკოე მილო" აწერია შეფუთვას... არა, მირჩევნია ქვიშით და აგურის ნაფშვენებით გავიხეხო, ვიდრე ეს ეს წავისვა
ჩემს გმირულად ნაწამებ ევროპულ ტანზე! არა რუსულ საპონს! არა რუსულ საპონს!..
მიყვარხარ თ... მ შ ვ ი დ ო ბ ი ს დ ი ლ ა.."-წერს ბაკურ სვანიძე.
P.S.
როგორ "მ ე ვ ა ს ე ბ ი თ" საზოგადოების ის ნაწილი,
ვინც ა ფ ხ ა ზ ე თ ი ს ომში, ტ ყ ვ ი ე ბ ი ს წინ მდგომ
ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფო დახმარებას, 100
ლარსაც კი აყვედრიან, "რ უ ს ე თ უ მ ე ე ბ ს" უწოდებთ
და წ ყ ლ ი ს ჭავლის წინ მდგომ, უცხოური გ რ ა ნ ტ ე ბ ი ს
მჭამელ ტუტუც დედაკაცებს - გ მ ი რ ე ბ ს! ნამდვილად
შემდგარი, ე ვ რ ო პ უ ლ ი საზოგადოება ხართ, კი!
დანარჩენები მიყვარხარ თ..."
0
225
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0