x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
„ერთადერთი და განუმეორებელი!“-42 წლის სუპერმოდელმა გარყვნილი სტრიპტიზიორის როლი მოირგო
image


42 წლის ჟიზელ ბუნდჰენმა "ცუდი გოგოს" იმიჯი მოირგო ახალი სარეკლამო კამპანიისთვის.


ბრაზილიაში დაბადებული სექსბომბა უცებ მაღალკვალიფიციურ სტრიპტიზიორად გარდაიქმნა, ბრენდი Arezzo-ს სარეკლამო რგოლში.


ტომ ბრედის ყოფილ მეუღლეს ეცვა პაწაწინა შავი თასმებით შეკრული საცურაო კოსტიუმი და მაღალქუსლიანი გრძელი ჩექმები, სადაც მაქსიმალურად ანათებმდა მისი ჩამოქნილი, გრძელი, ფეხები.


image

ვარსკვლავი ძელზე ისევე მუშაობდა, როგორც ჯენიფერ ლოპესის გმირი რამონა პოპულარულ ფილმში " Hustlers"-, სტრიპტიზიორი მოცეკვავეზე, რომელიც მამაკაცებს ფულს სცინცლავს ფუფუნების ნივთების შესაძენად.


„ერთადერთი და განუმეორებელი!“ - ნათქვამია კომპანიის წარწერაში, როდესაც მათ დაუმატეს ცეცხლოვანი emoji.

image

გერმანული წარმოშობის ბრაზილიელი მოდელი და მსახიობი 2004 წლიდან 2016 წლამდე იყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი მსოფლიოში.


ასევე ცნობილია, როგორც Victoria's Secret-ის ერთ-ერთი ყოფილი ანგელოზი. 2015 წლის აპრილში ბუნდჰენმა განაცხადა, რომ სამოდელო კარიერას ასრულებდა.


ის გამოჩნდა ისეთი პრესტიჟული გამოცემების გარეკანებზე, როგორებიცაა Vogue, Marie Claire, Harper's Bazaar, Allure და Rolling Stone.


მოდელმა ითამაშა ორ ფილმში -" New York Taxi" და " The Devil Wears Prada".


მან ასევე ჩაწერა მუსიკალური კლიპი ბობ სინკლერთან ერთად სახელწოდებით "Heart of Glass".


გარდა ამისა, ჟიზელს აქვს საკუთარი საცვლების ბრენდი Gisele Intimates, რომლის დემონსტრირებასაც სარეკლამო მიზნით, იგი პირადად ახდენს.

0
119
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0