სხვა ბარაკ ობამა 1920-იან წლებში აშენებულ სახლში ცხოვრობს, ნახეთ როგორია აშშ-ს ექსპრეზიდენტის სასახლე 2023, 11 მარტი, 20:48 ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტობის შემდეგ 1920-იან წლებში აშენებული სახლი 2019 წელს, 11, 75 მილიონ დოლარად შეიძინა. ეს არის ულამაზესი აგურის სახლი, რომელიც მდებარეობს მასაჩუსეტსის შტატში, მართას ვინეიარდის კუნძულზე, კეიპ კოდის სამხრეთით და გადაჰყურებს ატლანტის ოკეანეს. 760 კვადრატული მეტრის სახლი დგას თითქმის 30 იზოლირებულ ჰექტარზე, ედგართაუნის დიდი აუზის წინ, სლაუ ქოვსა და თურქულენდის ქოვს შორის. როგორც ცნობილია ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად ხშირად სტუმრობდა ამ კუნძულს და ქირაობდა ამ სახლს, ამერიკის პრეზიდენტობის შემდეგ, კი შეიძინა. ვნახოთ როგორია შიგნიდან სასახლე: მთავარი შესასვლელირკინის კარი სპილენძის ჩარდახებითშესასვლელი ზალაწინა დარბაზის განსაცვიფრებელი შავი და თეთრი მარმარილოს იატაკი მყისიერად გაგრძნობინებთ სახლის ფუფუნებას.მისაღებიობამას სახლი 760 კვადრატულ მეტრის ფართობია. ამიტომ ოჯახის დასასვენებლად მრავალი კომფორტული ოთახია რელაქსაციითვის.საოჯახო ოთახიმას განსაკუთრებულობას სძენს იატაკიდან ჭერამდე ფანჯრები, რომელიც გადაჰყურებს ეზოს.მოსასვენებელი ოთახიელეგანტური მოსასვენებელი ოთახი გაფორმებულია ფრანგული ფანჯრებით, ცენტრში მაგიდაზე კი დევს მრავალსახიანი ვაზა.სამზარეულოსახლს ორი სამზარეულო აქვს. როგორც სახლის დანარჩენი ნაწილი ყველა მათგანი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, უჟანგავი ფოლადითა და მარმარილოს პანელიბით.სასადილო ოთახიეს დინამიური სასადილო ოთახი, საკმარისად დიდია სტუმრების გასამასპინძლებლად.საკუჭნაოგინახავთ ასეთი საკუჭნაო? უამრავი საცავი, კომპაქტური მინი მაცივარი და ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ასეთია ექს-პრეზიდენტის კარგად ორგანიზებული საკუჭნაო.კიბეეს კიბე სამზარეულოს შესასვლელთან მდებარეობს, და საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება ნაცრისფერ კედლებში.საძინებელიმიშელისა და ბარაკის საძინებელი, რომელშიც მოთავსებულია დიდი ზომის საწოლი. იქვეა დასაჯდომი სივრცე, ფანჯარასთან მაგიდითა და ბუხრით.კიდევ ერთი საძინებელიქალიშვილების მალიასა და საშას საძინებელი.გასახდელი ოთახიმიშელის ტანსაცმელების ოთახიმიშელის აბაზანასაძინებელ ოთახს აქვს ცალ-ცალკე აბანო და სველი წერტილი ცოლ-ქმრისთვის.ბარაკის აბაზანაეს აბაზანა შეიძლება არ იყოს ისეთი მდიდრული, მაგრამ მას დიდი საშხაპე აქვს.ტუალეტისახლის რვა ტუალეტიდან ერთ-ერთი.სპორტული დარბაზიერთგმვარი ოფისის ბიბლიოთეკის და სპორტ-დარბაზის ნაზავი.შეკრებისა და გართობის ოთახი - 'დენი'ის მოიცავს კინოდარბაზს, მეორე სამზარეულოს/სამრეცხაო ადგილს, სველ ბარს და ღვინის შესანახ ადგილს.დენის სველი ბარიუკანა ეზოულამაზესი, ბუნებით გარშემორტყმული ეზო, მცირე ზომის მინდვრით.უკანა ბაღიამ სახლს უამრავი ადგილი აქვს გართობისა და რელაქსაციისთვის. აქვეა აუზიც.აუზისახლის ზედხედისასახლე მოიცავს შვიდ საძინებელს, რვა აბანოსა და სველ წერტილს და სტუმრებისთვის განკუთვნილ ორ სივრცეს.სპეციალური განყოფილებები სტუმრებისთვისუნიკალური მისაღები ოთახისტუმრების ეს უცხო მისაღები გამოირჩევა დიზაინით, აქვს მაღლივი ჭერი, გაფორმებულია ფოლადის მასალით. ოთახში დევს რამდენიმე დივანი და ჭერამდე ასული მასიური ბუხარი. ფანჯრებიდან და მინის კარებიდან იშლება ეზოს შესანიშნავი ხედი.სახლის ყველა ოთახში არის საინტერესო დეტალი. ეს დიდი თეთრი საყრდენი, მისაღები ოთახის უკანა მხარეს მდებარეობს და გარემოს საუცხოო იერს მატებს. კიდევ ერთი სამზარეულომეორე სამზარეულოში არის თეთრი კარადები, თანამედროვე აღჭურვილობა და მოპირკეთებული კედლები.გიგანტური სასადილო ოთახისტუმრების სასადილო ოთახი გარშემორტყმულია მასიური ფანჯრებით, რომლებიც გადაჰყურებენ ხასხასა მინდორს, დღის განმავლობაში შემოდის ბუნებრივი სინათლე.თანამედროვე კლასიკური ინტერიერისახლი ორსართულიანია და მოწყობილია ნეიტრალურ ტონებში ბუნებრივი ხის ელემენტებით.სივრცე თამაშებისთვისრა თქმა უნდა, სახლში არის ადგილები დასვენებისა და გართობისთვის. შეგიძლიათ განიტვირთოთ, უყუროთ ტელევიზორს, ან ითამაშოთ ბილიარდი ამ სასიამოვნო დარბაზში.შიდა ეზო ბუხრითშიდა ეზო იმეორებს გარეთ ყოფნას, თითქოს გარეთ იყოთ კოღოებისა და ხმაურის გარეშე.სტუმრების საძინებელირომელიც უფრო დიდი და დახვეწილია, ვიდრე ნებისმიერი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი. მას აქვს მაღალი ჭერი და მინის კარები.იშვიათად ნანახი სასტუმრო ოთახივინ წარმოიდგენდა ორსართულიანი საწოლების ნახვას ექს-პრეზიდენტის რეზიდენციაში? მიუხედავად იმისა, რომ ორსართულიანი საწოლი გამოიყურება უჩვეულო, ისინი უზრუნველყოფენ კომფორტულ ატმოსფეროს. ზოგჯერ მათ შეიძლება ჰყავდეთ ძალიან ბევრი სტუმარი.სასტუმრო აბაზანააივნები
სახლის ირგვლივ მრავლადაა აივნები, მზის აბაზანების მისაღებად და თვალწარმტაცი ხედებით დასატკბობად.
გარე სასადილო ფართიღია ცის ქვეშ სასადილო ტერიტორია დაჩრდილულია ხეებით, სიმწვანეა აუზის გვერდითაც.ავტოფარეხისახლს აქვს ორი ავტოფარეხი. სპეკულაციებს თუ დავუჯერებთ, ისინი ისეთივე უსაფთხო და დაცულია, როგორც თეთრი სახლის ავტოსადგომები, დაცვის ესკორტისთვის.
|
|