x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ყოველთვის ვამბობდი, რომ “პოლიტიკოსები არ გაგვეკარონ“ პროტესტი არასერიოზულია" - ნინო ჯანგირაშვილი

image

ტელეკომპანია კავკასიას დირექტორი, დავით აქუბარდიას მეუღლე ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არასერიოზულია მოსაზრება – პოლიტიკოსები აქციებს არ უნდა გაეკარონ.

.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ “პოლიტიკოსები არ გაგვეკარონ“ პროტესტი ინფანტილური და არასერიოზულია. ხალხის განწყობების და პროტესტის კონვერტირება პოლიტიკურ პროცესად საბოლოოდ პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ და კონკრეტული პოლიტიკური შედეგები დადონ. მაგრამ, ახლა უნიკალურ მოცემულობაში ვართ და თუ შეიძლება, იმ პოლიტიკოსებმა, ვისაც ნერწყვი მოგადგათ საოცარ პროტესტზე და ახლა ცდილობთ ცოტა ხეირი ნახოთ აქედან, თავი ალაგმეთ. აქამდე იმიტომ მივედით, ასე იმიტომ გათავხედდა ოცნება, რომ პოლიტიკურმა კლასმა ვერ შეძელით ადამიანებთან საერთო ენა გამოგენახათ, თქვენი იდეები და ხედვები გაგეზიარებინათ (თუ ასეთი გაქვთ), თანამოაზრეთა ჯგუფები შეგექმნათ, მხარდაჭერა და ნდობა გაგეზარდათ. ახლა კი იქამდე მივიდა საქმე, რომ ლამის დამოუკიდებლობას ვკარგავთ. ხოდა, დაინახა ხალხმა ეს, გამოვიდა და თქვა თავისი სიტყვა, თქვენს გარეშე, გადაარჩინა სიტუაცია.

.

ახლა ამაზე გეგმების აწყობას ჯობს დაფიქრდეთ, რას აკეთებდით არასწორად, გაასწოროთ შეცდომები, გამონახოთ თანამოაზრეები, ვისაც გააგებინებთ რა გინდათ, მოიპოვოთ სტაბილური მხარდაჭერა და ამის მერე რასაც დააანონსებთ თუ ულტიმატუმს დააყენებთ, ყველაფერი საკუთარ შესაძლებლობებზე გათვალოთ. ის ხალხიც, ვინც ამჯერად ქვეყანა გადაარჩინა იმედია იპოვის თავის პოლიტიკურ სიმპატიას. სცადეთ, იქნებ თქვენც გამოგივიდეთ. ოღონდ გულწრფელად, საქმიანად და არა გაუგებარი ეშმაკობებით."

წერს ნინო ჯანგირაშვილი.

0
142
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0