x
image
თამილა გურაშვილი
ვალერი კვარაცხელიას მიმართვა "ხალხის ძალას"
image
"თქვენი ჯგუფი შეიქმნა უაღრესად საჭირო მიზნით - ხალხისთვის გეთქვათ ის სიმართლე, რომელსაც "ქართული ოცნება" რაღაცის შიშით ან რაღაც მოსაზრებით არ ამხელდა.


ამ რთულ მისიას დღემდე კარგად ართმევდით თავს, მაგრამ ახლა მმართველ პარტიას უმძიმესი ჟამი დაუდგა. ამერიკული ფერადი რევოლუცია (სახელმწიფო გადატრიალება) კარს არის მომდგარი. ხელისუფლებამ პირველი წაკითხვით მიღებული კანონი, რომელსაც დასავლეთი და მისი "მეხუთე კოლონა" სასტიკად დაუპირისპირდა, უკან გაიწვია, ვინაიდან ზეწოლას ვერ გაუძლო.


მმართველი პარტია ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხს ისევე არ ეტყვის სიმართლეს, როგორც აქამდე არ ეუბნებოდა მთელ რიგ საჭირბოროტო თემებზე (თქვენ ხომ სწორედ ამის გამო ჩამოყალიბდით ცალკე ჯგუფად).


ხალხი თქვენგან ახლაც ისევე ელოდება სრულ სიმართლეს, როგორც აქამდე მოელოდა. ისეთი რა გითხრეს ან რა სიგნალი მოვიდა დასავლეთიდან, რომ დანაქადნები ერთბაშად უკან წაიღეთ, თანაც ისე, რომ პირობას დებთ, ამ საკითხს არასოდეს მივუბრუნდებითო.



ოგორ, გუშინ ასე აუცილებელი კანონი დღეს უკვე აღარ გვჭირდება და აღარც ხვალ დაგვჭირდება? მოჰფინეთ ნათელი საიდუმლოს, რომელიც ამ საქმის უკან იმალება!"


ვალერი კვარაცხელია


0
1074
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1074
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0