x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჩემზე დიდი გულშემატკივარი შენ არ გეყოლება დღეიდან"- ვის მიმართავს ვახო სანაია

image


ჟურნალისტი ვახო სანაია საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ღირსეულ სამოქალაქო პოზიციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და "ნაპოლის" ამომავალ ვარსკვლავს საქციელს უწონებს:


"ესეც ასე ! ყოჩაღ ! ჩემზე დიდი გულშემატკივარი შენ არ გეყოლება დღეიდან ❤"- წერს ვახო სანია სოციალურ ქსელში და ქართველი ფეხბურთელის პოსტს აზიარებს:


image


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პარლამენტის მიერ აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.


"საქართველოს მომავალი ევროპაშია" - დაწერა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, ვახო სანაიას ქართველი თავდამსხმელის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არაერთხელ დაუფიქსირებია, რაც სპორტსმენის სამოქალაქო პოზიციას უკავშირდებოდა.


ევროპულ მომავალს კი ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, მხარი ღიად ამ დროისთვის სხვა ქართველმა სპორტსმენებმაც დაუჭირეს, მათ შორის: გიორგი ქვილითაიამ, მერაბ შარიქაძემ, გიორგი ასანიძემ, გიორგი წიტაიშვილმა, გიორგი მერებაშვილმა, ზაზა ფაჩულიამ, ვაკო ყაზაიშვილმა, საბა კვირკველიამ, გოგა ბითაძემ და სხვებმა.

0
155
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
155