x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შემიძლია გაგახაროთ..." - რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირების ამბავს ახარებს:


"შემიძლია გაგახაროთ, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ივანიშვილის, მისი ოჯახის და მინიმუმ უახლოესი გარემოცვის სამუდამო ქონებრივი და სავიზო დასანქცირება ამ წუთისათვის გადაწყვეტილია. რაც რეჟიმის ჩამოშლას ნიშნავს. ეს თქვენი ჩვენო ულამაზესო ახალგაზრდობავ და საამაყო ხალხო, თქვენი ბრძოლის შედეგია. "- წერს შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


"ანგარიშვალდებული გვეყოლება ისინი, ვინც შეეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებზე როგორც წესი, არ საუბრობს, თუმცა ახლოდან დააკვირდებიან კონტექსტს:


"როგორც იცით, კონკრეტულ პიროვნებებზე ან დაწესებულებზე არ ვსაუბრობ ხოლმე, რომლებიც აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა სანქციების სამიზნეები შესაძლოა გახდნენ, თუმცა ხელთ რიგი ინსტრუმენტები გაგვაჩნია, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ანგარიშვალდებულებაში გვყავდეს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც პასუხისმგებელია უნივერსალური ადამიანის უფლების დარღვევაზე.


ახლოდან დავაკვირდებით ამ კონტექსტში, როგორც ნებისმიერ სხვა კონტექსტში, რათა ანგარიშვალდებულებაში გვყავდეს ისინი, ვინც შეეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმას, თუ რას ელის და იმსახურებს ქართველი ხალხი მათი უნივერსალური უფლებების მხრივ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.





0
319
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
319