საქართველო "დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა" - ამერიკის საელჩო 2023, 7 მარტი, 21:26 "დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა" ასე იწყება ამერიკის საელჩოს განცხადება, რომელიც ერთი საათის წინ გამოქვეყნდა. "პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი" - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის სხდომაზე დღეს მოტყუებით განიხილეს, ნაცვლად ხუთშაბათისა, მიღებულია 76 ხმით, 13 წინააღმდეგ. პარლამენტთან მობილიზებულია სპეცრაზმი, აქციის გასაკონტროლებლად, რომელმაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გაზე გამოიყენა. 64 1-ს არ მოსწონს
|