ადმინისტრაციული 31 წლის ქალი 13 წლის ბიჭისგან დაორსულდა და ამასთანავე ციხეს გადაურჩა 2023, 7 მარტი, 15:57 ![]() აშშ-ში შტატ კოლორადოს 31 წლის მცხოვრებს, ანდრეა სერანოს 13 წლის ბიჭთან სექსი ჰქონდა და მისგან დაორსულდა. ამის შესახებ Fox News იტყობინება. სერანო 2022 წელს დააკავეს და მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ქალმა დანაშაული აღიარა და სასჯელის შემსუბუქების მიზნით გამოძიებასთან გარიგებას დათანხმდა. გარიგების პირობების თანახმად, ის თავს აარიდებს ციხეს, მაგრამ მოხვდება სექსუალურ მოძალადეთა რეესტრში და მისი გამოსაცდელი ვადა იქნება მინიმუმ 10 წელი. განაჩენით უკმაყოფილოა დაზარალებულის დედა: "ვგრძნობ, ის კაცი რომ ყოფილიყო და ჩემი შვილი პატარა გოგო, აუცილებლად ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა“, -ამბობს მსხვერპლის დედა. - რადგან ის ქალია. ისინი უფრო მეტ თანაგრძნობას გამოხატავენ მის მიმართ." დაზარალებულის დედამ დასძინა, რომ ეცდება ერთპიროვნულად მოიპოვოს უფლება შვილიშვილის მეურვეობაზე. „მეჩვენება, რომ ჩემს შვილს ბავშვობა წაართვეს. ახლა ის მამა უნდა გახდეს. ის არის მსხვერპლი და მას მოუწევს ამით იცხოვროს დარჩენილი დღეები, ”- თქვა მან. ორიოდე კვირის წინ პორტ ორინჯში, შტატი ფლორიდა, დააკავეს ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელსაც სექსი ჰქონდა 15 წლის მოწაფესთან. საქმე მას შემდეგ გასკდა, როდესაც საშუალო სკოლის მოსწავლის დედას ეჭვი შეეპარა, რადგან გოგონა ძალიან ბევრს საუბრობდა სკოლის მასწავლებელზე, ერინ ჰანკერდზე. ბოლოს ქალმა ქალიშვილის დღიური იპოვა, სადაც მასწავლებელთან ურთიერთობას აღწერდა. აღმოჩნდა, რომ ფიზკულტურის მასწვალებელი მას ინტიმური ხასიათის ფოტოებს სოციალური ქსელით უგზავნიდა. მასწავლებლის სახლი გაჩხრიკეს, შემდეგ დააკავეს. როგორც გაირკვა, ის გოგონას 2022 წლის აგვისტოდან ასწავლიდა. ისინი დაახლოვდნენ მას შემდეგ, როდესაც მამაკაცი სტუდენტურ სადილს ყიდულობდა.2023 წლის იანვარიდან მოყოლებული წყვილს სექსუალური კავშირი ჰქონდათ. 334 2-ს მოსწონს
|