საქართველო 5 ტყუილი, რომელიც ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტში წერია 2023, 6 მარტი, 18:30 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დღეს, პარლამენტში გამართულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა ტყუილებზე, რომლებსაც ე.წ. აგენტების კანონპროეტი შეიცავს, და რომელთა მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. "ეს კანონპროექტები და მისი განმარტებითი ბარათი ეყრდნობა 5 ძირითადად შეცდომაში შემყვან მითითებას'' - აღნიშნა მან და კანონპროექტის ავტორებს თითოეული მათგანის განმარტების შემდეგ კითხვებით მიმართა: საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე / კადრი პირდაპირი ეთერიდანტყუილი 1-ლი :კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს''პირველი [ტყუილი], რომელიც განმარტებით ბარათში წერია ეს არის, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ეს წერია განმარტებით ბარათში. რაზე დაყრდნობით ამბობთ, ამას, როცა თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს ანალოგიური კანონმდებლობა? ერთადერთი ქვეყანა, სადაც იყო მცდელობა მიეღოთ ასეთი კანმონმდებლობა და განემტკიცებინათ რუსეთის გავლენით, იყო უნგრეთი, სადაც ეს კანონი სასამართლომ გააუქმა და არც იქ აღარ მოქმედებეს. უნგრეთის სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ ის არღვევდა ევროკავშირის წამყვან ხელშეკრულებებსა და კანონმდებლობას. საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლის მონაწილე ასევე საქართველოცაა, ითვალისწინებს, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლბები, პირადი ცხოვრება და აკრძალულია დისკრიმინაცია. ეს ორივე კანონპროექტი კი ყველა ამ უფლებას ეწინააღმდეგება. ტყუილი მე-2:კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსმეორე დიდი ტყუილი, რომელიც განმარტებით ბარათში წერია, ეხება იმას, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ჩვენ ვნახეთ არა ერთი განცხადება, რომელიც ცალსახად მიანიშნებს იმას, რომ შესაძლებელია საქართველო დაემშვიდობოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, თუ ჩვენ ამ კანონპროექტს მივიღებთ, და არა თუ მივიღებთ, მისი განხილვაც კი ქმნის სტატუსის მიღების საფრთხეს. იმიტომ, რომ იმ 12 პუნტქტშიც კი, რომლის შესრულების ვალდებულებაზეც თქვენ აიღეთ პასუხიმსგლებობა, მინიმუმ ორი პუნქტი ირღვევა, ამ კანონპროექტის მიღებით. ტყუილი მე-3:კანონპრეოექტი არ ახდენს გავლენას ბაშვების უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზეშემდეგი პუნტქი, რომელიც ასევე არის დიდი ტყუილი: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვების უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, მათ შოროს იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ბაშვებისა და ქალების უფლებებზე ვმუშაობთ, რომ ეს კანონპროექტი ახდენს გავლენას მათ უფლებებზე, და თქვენ რას ეყრდნობით, როდესაც ამბობთ, რომ ასეთი გავლენა მას არ ექნება? ამ კანონპროექტების მიღება გამოიწვევს ამ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების გაუქმებას და დახურვას. ტყუილი მე-4:კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელწმსიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებასშემდეგი საკითხი, რომელიც ასევე არის ტყუილი ამ კანონპროექტში, ეხება იმას, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ ეს კანონპროექტები არ გამოიწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას? როცა საქართველოში ამ ეტაპზე მოქმედებს, დაახლოებით, 29 ათასი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია და ისინი ამ კანონპროექტის მიხედვით დაექვემდებარებიან რეგულირებას, იუსტიციის სამინისტროს კი ახლა ამის არც ადამიანური რესურსი აქვს და არც ფინანსური შესაძლებლობები. ჯერ ეს ფუნქცია არ აქვს სამინისტროს, არც ბიუჯეტი ამისთვის და როდესაც ასეთ ინფორმაციას წერთ განმარტებით ბარათში, რა არის თქვენი კალკულაცია და საიდან მოგაქვთ ეს დათვლები? ტყუილი მე-5:კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფადა ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ტყუილი, რაც ამ კანონპროექტში წერია არის ის, რომ კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ეს არ არის ამ კანონპროექტის მიზანი. ეს კანონმპროექტი გამოიწვევს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის გაუქმებას და დახურვას, ვინც არ დაექვემდებარება საკუთარი თავი აღიაროს აგენტად. არავის არ სურს საკუთარი თავის აღრიცხვა მოახდინოს აგენტად. რა შედეგი დადგება თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, მიუხედავად ამისა საზოგადოებას ატყუებთ, რომ ეს კანონპროექტი არის გამჭვივარლობის შესახებ. მაშინ, როდესაც გამჭვილალობის პრობლემა არასამთვრობო ორგანიზაციებს არ აქვთ''. - მიმართა ნონა ქურდოვანიძემ კანონპროექტის ავტორებს, დღეს 6 მარტს პარლამენტში იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე. 125 2-ს არ მოსწონს
|