x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 ფაქტი ადამიანზე, რომელსაც მეხი 7 ჯერ დაეცა

რიო სალივანი (Roy Cleveland Sullivan) 1912 წელს ვირჯინიას შტატში დაიბადა. ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ადამიანი, რომელსაც მეხი ერთხელ კი არა, რამდენჯერმე დაეცა.


image

1. 1936 წლიდან რეი შენანდოას (Shenandoah National Park, ვირჯინია) ეროვნულ პარკში მეტყევედ მუშაობდა. მას მეხი პირველად 1942 წელს დაეცა, როდესაც წვიმას თავი, ხის სახანძრო კოშკს შეაფარა. ის ახალი აშენებული იყო და მასზე მეხდამცავი დაყენებული ჯერ არ იყო. როდესაც მიხვდა, რაც ხდებოდა, მან იქიდან გამოსვლა მოასწრო და სულ რამდენიმე სანტიმეტრი გაიარა, რომ მარჯვენა ფეხზე დენის დარტყმა იგრძნო. შედეგად, მან ფეხის დამწვრობა მიიღო, ხოლო ფეხსაცმლის ლანჩში, ნახვრეტი გაჩნდა.

2. შემდეგ ჯერზე, მას მეხი 1969 წ. დაეცა, როდესაც როი სატვირთოს მთის გზაზე მართავდა. მაშინ მეხი ჯერ გზისპირას მდგარ ხეს დაეცა, ხოლო შემდეგ, ელვა სატვირთოს ღია ფანჯარაში შევარდა. შედეგად, მამაკაცმა გონება დაკარგა და წარბები, წამწამები და თმის უმეტესი ნაწილი დაწვა. ამავდროულად, სატვირთო მანქანა იქამდე მოძრაობდა, ვიდრე კლდის პირას თავისით არ გაჩერდა.

3. ერთი წლის შემდეგ, როის მეხი კიდევ ერთხელ დაეცა. ის მაშინ საკუთარი სახლის ეზოში იყო. ელვამ ჯერ სახლთან ახლოს მდებარე, ელექტრო ტრანსფორმატორს დაარტყა, ხოლო შემდეგ, მამაკაცს მარცხენა მხარზე დაეცა და დამწვრობა დაუტოვა.

4. 1972 წელს სალივანმა მეხის დარტყმა სამუშაოზე, ეროვნულ პარკში გადაიტანა. ამ ინციდენტის დროს, თმაზე ცეცხლი წაეკიდა და მისი ჩაქრობა, თავზე ქურთუკის მოხვევით შეძლო.


image


5. მეხის მეოთხედ დაცემის შემდეგ, როიმ დააჯერა, რომ რაღაც ძალა, მის განადგურებას ცდილობდა. ამას გამო, მომდევნო თვეებში, როდესაც ის ჭექა–ქუხილის დროს, ავტომობილს მართავდა, გზიდან გადადიოდა და წინა სავარძელზე წვებოდა, ვიდრე არ გამოიდარებდა.

6. 1973 წლის 7 აგვისტოს, როდესაც სალივანი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე პატრულირებდა, თავს ზემოთ ჭექა–ქუხილის ღრუბელი დაინახა და იქიდან გაქცევა გადაწყვიტა. მაგრამ, ვერ მოასწრო და მას ისევ მეხი დაეცა. ელვამ მამაკაცის სხეულის მარცხენა ნაწილში გაიარა, ძირს დააგდო და ფეხსაცმელი გააძრო. ამის შემდეგ, როი სატვირთომდე მიხოხდა და წყალი გადაისხა, რომელიც, ყოველი შემთხვევისთვის, სულ თან დაჰქონდა.

7. შემდეგ ჯერზე, მას მეხი 1976 წლის 5 ივნისს დაეცა, ხოლო შემდეგ — 1977 წლის 25 ივნისს. ბოლო დოკუმენტირებული დარტყმა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი სათევზაოდ იყო. თავში მოხვედრილმა ელვამ, მას თმა, მკერდი და მუცელი დაუწვა.

როი სალივანი, 1983 წლის 28 სექტემბერს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, ცეცხლსასროლი იარაღიდან, მუცლის არეში, თვითმიყენებული ჭრილობით. ეს თვითმკვლელობა იყო, თუ უბედური შემთხვევა, უცნობია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური"

* ”ისინი გატყუებენ!” – NASA-ს კოსმოსური სააგენტოს თანამშრომელმა თქვა, რას გვიმალავენ მარსის შესახებ

* საინტერესო ფაქტები მსახიობებზე და ფილმებზე

* ანეკდოტები ქალებზე და არა მარტო

* რაც ერთი შეხედვით, უიღბლობად გვეჩვენება, შეიძლება უდიდესი სიკეთე იყოს...

* თუ ფიქრობთ, რომ ის საფრთხეშია – თვალი გატყუებთ...

* დაუჯერებელია – ნიგერიელები ქუჩაში აფთრებით სეირნობენ



0
418
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0