x
image
ნინო ხიმშიაშვილი
''ეს არის ყველაზე მკვეთრი დემარში საქართველოს ევროინტეგრაციის და პროდასავლური კურსის წინააღმდეგ'' - დავით ზურაბიშვილი


image


საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი დავით ზურაბიშვილი რუსულ ე.წ. აგენტების კანონს ეხმიანება:



"ამ აგენტების კანონზე როდესაც დეპუტატთა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, ჩემი მოკრძალებული აზრით იმათ, ვისაც შეუძლებელია არ ესმოდეს, რომ დსთ-ში შესვლის შემდეგ ეს არის ყველაზე მკვეთრი დემარში საქართველოს ევროინტეგრაციის და პროდასავლური კურსის წინააღმდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო ოცდაათწლიან ისტორიაში - მხედველობაში მყავს არასამთავრობო სექტორში ნამუშევარი და ორწიგნწანაკითხი პარლამენტარები პაპუაშვილი, სამხარაძე, ბოჭორიშვილი, ლაშხი, სარჯველაძე და ა. შ. - დიახ აი, ამ კონტიგენტს, გაცილებით მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვიდრე სინდისზე კარგა ხნის წინ ხელაღებულ სუბარს, ცხრა კლასის განათლების მქონე ყაველაშვილს და ხალხის ძალაში გადაბარგებულ სხვა გაუგებრობებს, პოლიტიკურ აფერისტ მდინარაძესა თუ გონივრული მომსახურების ზონიდან ასტრალში გასულ კობახიძეზე რომ არაფერი ვთქვა" - წერს ზურაბიშვილი თავის ფეისბუქ-პოსტში.

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0