საზოგადოება ირანის უკანასკნელი დედოფალი - მას აღმოსავლეთის ჟაკლინს უწოდებდნენ 2023, 4 მარტი, 17:33 ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ჰეფლევი ოცნებობდა, რომ ირანი თანამედროვე, ცივილურ ქვეყნად ექცია, სადაც ადამიანები მშვიდობიანად, თავისუფლად და დემოკრატიული პრინციპების დაცვით იცხოვრებდნენ. ფარაჰ ფეჰლევი პარიზში არქიტექტურაზე სწავლობდა. ირანის შაჰს 1959 წლის გაზაფულზე, პარიზის საელჩოში შეხვდა და ქორწინება ამავე წელს, 21 დეკემბერს შედგა. მოჰამედსა და ფარაჰს ოთხი შვილი გაუჩნდათ. ის იყო დედოფალი, რომელიც ემსახურებოდა ხალხს და დიდ როლს ასრულებდა ირანისთვის ეკონომიური აღმასვლისა და წარმატების მოტანაში. ერთად ამ სამეფო წყვილმა ირანის „ოქროს ხანა“ შექმნა. ფარაჰმა სახელი გაითქვა, როგორც მოაზროვნემ, სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე მზრუნველმა და კულტურის მოამაგემ. მკაცრი აბსოლუტური მონარქიის პირობებში ის პროგრესულ პიროვნებად მოჩანდა, რაც ცვლილებების მოსურნე საზოგადოების ფენებს იმედებს უღვივებდა. ფარაჰს მხოლოდ შაჰის მეუღლის სტატუსი არ ჰქონდა. მონარქიული ტრადიციის საწინააღმდეგოდ, მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში მან უფლისწულის სრულწლოვნებამდე რეგენტის სახით ქვეყნის მართვის კონსტიტუციური უფლება მიიღო. წინამორბედი დედოფლებისგან განსხვავებით, რომლებიც არაბულენოვან მალაქეს წოდებას ატარებდნენ, 1967 წელს კორონაციის ცერემონიალის დროს ფარაჰს შაჰბანუს - იმპერატრიცას - ტიტული მიენიჭა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგებლობის საკითხებში - ხვდებოდა პრემიერ-მინისტრს თუ ჯარის სახეობათა სარდლებს, ეთათბირებოდა მეჯლისის წევრებს. დედოფალი განსაკუთრებულ ყურადღებას ხელოვნების სფეროს აქცევდა. 1979 წლის რევოლუციის დროს, შაჰის ოჯახი იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა. ოჯახი ჯერ ეგვიპტეში ცხოვრობდა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი ფარაჰი აშშ-ში, ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად. 95 შეფასება არ არის
|