საქართველო "უცხოური აგენტების კანონი სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს"..- USAID-ის ხელმძღვანელის განცხადება 2023, 3 მარტი, 1:28 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID- ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი ტვიტერზე ეხმიანება დღევანდელი დღის მთავარ თემას. განცხადებაში ის მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის და ქართველების შესაძლებლობებისთვის საფრთხეა ეს კანონი. „საქართველოს მიერ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებები. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზე." - ნათქვამია სამანტა პაუერის განცხადებაში. 72 2-ს არ მოსწონს
|