x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მშვენიერი მსახიობი ქალბატონები, რომლებმაც საბედისწერო ლამაზმანების როლები მოირგეს

image


მამაკაცები როგორც წესი საბედისწერო ლამაზმანების წინაშე ცდუნებას ვერ უძლებენ. ესე ხდება ცხოვრებაშიც და კინოშიც. არის რაღაც იდუმალი ასეთ ფატალურ ქალებში, რომლებსაც მამაკაცების ჭკუიდან გადაყვანაც კი შეუძლიათ. საბედისწერო ქალები აცდუნებენ და მანიპულირებენ, ცდილობენ რა დასახული მიზნის ნებისმიერ ფასად მიღწევას. ფატალური ქალის იმიჯი სათავეს ჯერ ოციანი, შემდეგ კი ორმოციანი წლების ფილმებიდან იღებს, როდესაც კინემატორაფში ნუარის ჟანრი განვითარდა, რომელმაც დომინანტი და მაცდური ქალის არქეტიპი მხოლოდ გაამყარა და მრავალი თრილერისთვის ოქროს სტანდარტადაც იქცა, და ასეთ საბედისწერო ლამაზმანებს თამაშობენ ისეთი მომაჯადოებელი მსახიობები, რომელთაგანაც თვალის მოშორება უბრალოდ წარმოუდგენელია. დღევანდელ სტატიაში სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებთ.




კიმ ბესინჯერი ("ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი", 1997)


image


რეჟისორ კერტისი ჰანსონის ნეონუარის ჟანრის ფილმში საბედისწერო ლამაზმანად ლინ ბრეკენი გვევლინება, რომლის ეკრანული სახეც კიმ ბესინჯერმა განასახიერა. ლინი ჭკვიანი გოგონაა, რომელიც მამაკაცებით წარმატებით მანიპულირებს და თავის ნამდვილ ზრახვებსაც ოსტატურად მალავს.





როზამუნდ პაიკი ("გაუჩინარებული ქალი", 2014)


image


როზამუნდ პაიკმა რეჟისორ დევიდ ფინჩერის, გილიან ფლინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებულ თრილერში ქალის მთავარი როლი მოირგო. მისი პერსონაჟი ემი დანი ერთი შეხედვით სასიამოვნო და კეთილი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ეს მხოლოდ ნიღაბია, რომლის უკანაც ჭკვიანი და შურისმაძიებელი ქალი იმალება, რომელიც მთელ სამყაროს თავდაყირა დააყენებს თუ კი მას ვინმე აწყენინებს.



ჯინა გერშონი ("კავშირი", 1996)


image


ჰოლივუდის დაუფასებელი მსახიობი - ჯინა გერშონი ხშირად მეორეხარისხოვან როლებში თამაშობდა, მაგრამ ვაჩოვსკების ამ ნეონუარის ჟანრის ფილმში მან მთავარი როლი მიიღო, სადაც ბოლომდე დაიხარჯა, შეასრულა რა საბედისწერო ლამაზმანის კორკის როლი.




სელმა ჰაიეკი ("მზის ჩასვლიდან განთიადამდე", 1995 )


image


ყველას გვახსოვს მომხიბვლელი სელმა ჰაიეკი რობერტ როდრიგესის ამ საკულტო ფილმში, მართალია, მსახიობი აქ მხოლოდ რამდენიმე სცენაში ჩნდება, მაგრამ თქვენ ის თქვით რა სცენებში! საბედისწერო ლამაზმანმა, თავისი ლეგენდარული, ცეცხლოვანი ცეკვით თავი ბევრ მამაკაცს სამუდამოდ დაამახსოვრა, ჰარმონიული მუსიკის რიტმს აყოლილი მისი სრულყოფილი სხეულის მოძრაობები მარტო რად ღირს!




ანჯელინა ჯოლი ("მისტერ და მისის სმიტები", 2005)


image


ჯოლი ამ ფილმში მართლც რომ შეუდარებელია. მის გმირს საბედისწერო ლამაზმანის ყველა თვისება გააჩნია: ის არის ჭკვიანი, მიმზიდველი და ძალიან სახიფათო. მთელი ფილმის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ თუ როგორ უსწორდება ჯოლის პერსონაჟი მთელი სიზუსტითა და სინატიფით მტრებს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, რაც მას სახიფათო ლამაზმანად კიდევ უფრო მეტად აქცევს.



ფამკე იანსენი ("ოქროსთვალი", 1995)


image

ხშირად გოგონები, რომლებიც ბონდის ფილმებში ბრწყინავენ, საბედისწერო სილამაზის არქეტიპებს წარმოადგენენ. ფამკე იანსენი ამ ფილმში სწორედ ასეთი არქეტიპის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია.



პატრიცია არკეტი ("დაკარგული გზა", 1996)


image


დევიდ ლინჩის ამ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ფილმში არკეტი ორ პერსონაჟს თამაშობს და ორივე მათგანი საბედისწერო ლამაზმანია. აქ მისი ყურება ერთი დიდი სიამოვნებაა.




ბარბარა სტენვიკი ("ორმაგი ანაზღაურება", 1944)


image


სადაზღვევო აგენტი, რომლის როლსაც ამერიკელი მსახიობი ფრედ მაკმურეი თამაშობს ბარბარა სტენვიკის გმირის მომხიბვლელობას ვერ უძლებს და დანაშაულის ჩადენას გადაწყვეტს. მთავარი გმირის სილამაზით მოხიბლული აგენტი მისი მეუღლის მკვლელობაზე ზედმეტი ყოყომანის გარეშე მიდის. "ორმაგი ანაზღაურება" ერთ-ერთი საუკეთესო კლასიკური ნუარია, სადაც საბედისწერო ლამაზმანის სახება მთელი თავისი სიდიადითაა წარმოდგენილი, ხოლო სტენვიკი გახდა ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი ქალი, რომელმაც კინოს ისტორიაში ასეთი საბედისწერო სილამაზე განასახიერა.



რიტა ჰეივორთი ("ქალბატონი შანხაიდან", 1947)


image


ორსონ უელსის 1947 წლის კლასიკური ფილმ-ნუარი, შერვუდ კინგის რომანის მიხედვით იქნა გადაღებული, სადაც მთავარი გმირი ქალის ცდუნებას ვერ უძლებს, რომელიც მას სიბნელეში ითრევს. ძნელია ამ ფილმში არ შეგიყვარდეს ჰოლივუდის ერთ-ერთი საბედისწერო ლამაზმანი რიტა ჰეივორთი.




ევა გრინი ("ცოდვების ქალაქი 2", 2014)


image


ფილმში გრინის გმირი - ფატალური ქალია. ავა ლორდი - არის ლედი, რომელმაც კარგად იცის თუ რა სურს ცხოვრებისგან და მის მისაღებად ყველაფერზე მზად არის. ის საკუთარ სილამაზესა და მომხიბვლელობას გარშემომყოფი მამაკაცების მანიპულირებისთვის იყენებს, ტოვებს რა თავის უკან მხოლოდ გატეხილი გულებისა და დანგრეული ცხოვრების კვალს. მისი გამჭოლი მზერა, ვნებიანი ხმა და ბნელი ენერგია მაყურებელს პირველივე გამოჩენისთანავე ატყვევებს, რომლისგანაც მზერის გადატანა უბრალოდ შეუძლებელია.




მიშელ პფაიფერი ("ბეტმენი ბრუნდება", 1992)


image


მარტოსული, შურისძიებით შეპყრობილი, კატების მოყვარული გოგონა, რომელიც ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ საკუთარი თავისთვის "ქალი - კატას" ძახილს იწყებს და სუპერგმირული კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კოსტიუმს ქმნის, ბეტმენის მოწინააღმდეგედ გვევლინება, რომელიც სამყაროს გადარჩენაში მას ყოველმხრივ ხელს უშლის. მიშელ პფაიფერის "ქალი-კატად" გარდასახვის ყურება ერთი დიდი სიამოვნებაა. მიშელის სელინა კაილი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი და შეიძლება ითქვას რომ საუკეთესო ბოროტმოქმედია.



კეთლინ ტერნერი ("Body Heat", 1981)


image


ადვოკატს არ ეგონა, რომ ერთ დღეს ის მომხიბვლელ და საბედისწერო ლამაზმანს შეხვდებოდა, რომელიც მთელ მის ცხოვრებას თავდაყირა ისე დააყენებდა, რომ მისი გულისთვის მას კანონისთვის ფეხის გადაბიჯებაც კი მოუწევდა, და სწორედ აი, ამ საბედისწერო ლამაზმანს ბრწყინვალე - კეთლინ ტერნერი ასრულებს.




შერონ სტოუნი ("ძირითადი ინსტინქტი", 1992)


image


შერონ სტოუნი პოლ ვერჰოვენის ნეო-ნუარის ჟანრის ეროტიკული ელემენტების შემცველ თრილერში - კინემატოგრაფის საბედისწერო ლამაზმანების ოქროს სტანდარტია. მისი პერსონაჟი კეთრინ ტრემელი დეტექტივით მოხდენილად მანიპულირებს, მას ყველა შესაძლო საშუალებით აცდუნებს და აბითურებს. შერონ სტოუნის პერსონაჟი თამამი, ვნებიანი, ძალიან საშიში და შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი საუკეთესო ბოროტმოქმედია.





0
998
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
998