"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მანანა ბერიკაშვილი, სოფელ კულაგში მომხდარ უბედურ შემთხვევას პოლიტიკურ შურისძიებას ურცხვად უკავშირებს. ბერიკაშვილი ამბობს, რომ 10 თვის ჩვილი, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ქვევრში დაახრჩვეს.
ბერიკაშვილის ამ მკრეხელურ განცხადებებს გურჯაანში დიდი ხმაური მოჰყვა. ხალხი მსახიობ გივი ბერიკაშვილის შვილის უნამუსობასა და ნაძირლობაზე ალაპარაკდა. "როგორ შეიძლება ეს ფაქტი პოლიტიკური ანგარიშსწორების კუთხით შეაფასო. ეს მანანა ბერიკაშვილის მხრიდან ნაძირლობა, ყველაფრის კადრებაა და მეტი არაფერი.
ახლა, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ასე უნამუსოდ, ასე ურცხვად, პოლიტიკას უკავშირებდე 10 თვის ჩვილის გარდაცვალეს... ამას უნამუსო და ბოროტი ადამიანის მეტი არ გააკეთებს, მანანა ბერიკაშვილი ნაძირალა ყოფილა", - აცხადებს ნორა ლეონიძე, მოხუცი გურჯაანიდან.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს, გურჯაანის რაიონის სოფელ კულაგში 10 თვის ჩვილი ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.