x
image
მილანისტა
რობინიო ნეიმარს "ბარსელონას" ურჩევს

"მილანის" ბრაზილიელი შემტევი რობინიო თავის თანაგუნდელს, ნეიმარს "ბარსელონაში" გადასვლას ურჩევს.
"თუ ნეიმარი ოდესმე "სანტოსის" დატოვებას გადაწყვეტს, მას არჩევანი "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ექნება. ვურჩევ, კატალონიურ კლუბში გადავიდეს. "ბარსელონა" შესანიშნავი გუნდია, სადაც ბრაზილიელებს ადაპტაცია არ უჭირთ.
ბრაზილიის ჩემპიონატში თამაშით, ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვერასდროს გახდება. ამისთვის მას ლა ლიგაში გადასვლა დასჭირდება" - ციტირებს რობინიოს სიტყვებს Football Espana.
შეგახსენებთ, რომ 2005-08 წლებში, რობინიო "რეალში" თამაშობდა. მოგვიანებით, როდესაც "მანჩესტერ სიტიდან" მისი წასვლის საკითხი განიხილებოდა, ბრაზილიელმა "ბარსელონაში" გადასვლის სურვილი გამოთქვა, მაგრამ საბოლოოდ იგი "მილანში" აღმოჩნდა.image

1
11
3-ს მოსწონს
ავტორი:მილანისტა
მილანისტა
11
  
2012, 21 სექტემბერი, 0:29
მილანში გადმოდი რაა
0 1 1