x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გერმანიაში ტრანსგენდერი ქალი სილამაზის კონკურსის ფინალისტია
image

19 წლის სასკია ფონ ბარგენი, ფრიდრიხსფენიდან, ქვემო საქსონია, 4 მარტს "მის გერმანიის" ფინალში იასპარეზებს, რომელიც რუსტში, Europa-Park-ში გაიმართება.



შოუს მასპინძლის, კომპანია Miss Germany Studios-ის დამფუძნებლის, ჯილ ანდერტის განცხადებით, ის ერთადერთი ტრანსვევსტიტია ტოპ 10 პრეტენდენტს შორის და ერთ-ერთი იმ 15000 ქალიდან, ვინც კონკურსზე განაცხადი შეიტანა.


სასკია ფონ ბარგენი დაბადებისთანავე ბიჭად ითვლებოდა, მაგრამ ხუთი წლის ასაკში მან განაცხადა, რომ სურდა გოგონა ყოფილიყო.


image

11 წლის ასაკში ფონ ბარგენმა დაიწყო სქესობრივი მომწიფების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება, რასაც მოჰყვა ორი წლის შემდეგ ფემინიზებული ჰორმონოთერაპია . იმ პერიოდშივე მან მიატოვა სკოლა, რამაც მას ცხოვრება გაუადვილა და საზოგადოებაში უფრო მიღებულად იგრძნო თავი.


როდესაც ის სრულწლოვანი გახდა მას სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარა. სასკია ახლა ტრანსგენდერთა საკითხების ელჩად მიიჩნევს თავს.

image

„მინდა ვასწავლო გარეშე ადამიანებს, თუ რას ნიშნავს იყო ტრანსგენდერი ქალი“. მისივე თქმით სწორედ ამ მიზეზით შეიტანა განაცხადი "მის გერმანიის" ამჟამინდელ კონკურსზე.


2019 წლამდე სილამაზის კონკურსზე გამარჯვება ლამაზ გარეგნობასთან და პოდიუმზე მოდელივით სიარულის უნართან ასოცირდებოდა.


მაგრამ Miss Germany Studios-მა, კომპანიამ, რომელიც აწყობს ეროვნულ კონკურსს, რადიკალურად შეცვალა შეფასების კრიტერიუმები.

image

0
273
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0