საზოგადოება ეს სტატია იმათთვისაა, ვინც 50-ს არის გადაცილებული 2023, 1 მარტი, 11:53
ეს ნოსტალგიური პოსტი თუ სტატია, რაც გინდათ დაარქვით განკუთვნილია ძირითადადად იმათვის ვინც შუა ხანს გადაცილებულია და ცხოვრების არც თუ მცირე პერიოდი საბჭოთა ეპოქაში გაატარა;მოაგონდება თავის დადებითი თუ უარყოფითი ნიუანსებით; მოაგონებს უდარდელ ბავშვობას და ცხოვრების "ოქროს ხანას"-ახალგაზრდობას და მოგფონებს იმ დროს, როცა სავარაუდოდ დღევანდელთან შედარებით ადამიანები უფრო მეტ სითბოს და თანაგრძნობას გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ.
ალბათ, ბევრს ახსოვს ფანარი "ჟუკი"(ხმის გამო), რომელიც სახელური მუდმივი მოჭიმვის შედეგად ანათებდა სიფონი, რითაც სახლში ლიმონათი კეთდებოდა, მაღაზიაში იყიდებოდა სიროფი(მაგალითად ტარხუნა, მსხალი) და პატარა გაზის ბალონი, ერთ წუთში ლიმონათი მზად იყო თითქმის ყოველ მეორე ოჯახს ეს საათი ედგათ კომოდზე ეს ჩაის ჭიქის ჩასადგმელებიც გასული საუკუნის 70-იან წლებში კედელზე ჩამოკიდული "ჩიკანკები" ძალზე მოდაში იყო. ტროინოი ოდეკოლონი, ყველა საპარიკმახეროს უცილობელი ატრიბუტი ყველაზე პოპულარული მობილური მაგნიტოფონი ახალგაზრდებში "ელექტრონიკა –302" ესეც მიკროფონი, რომელიც მაგნიტოფონს მოყვებოდა ან ცალკე ყიდვაც შეიძლებოდა პოპულარული მაჯის საათი, გასული საუკუნის 80-იან წლებში ასეთი გადაბმული იკარუსი გლდანში და ვაჟა ფშაველზე დადიოდა ელემენტები, რომელიც საკმაოდ მალე ჯდებოდა, რამდენს დაგიდიათ ენა? ეს ხელის საკრეჭი მანქანა ბევრს ჰქონდა ოჯახში სოფელში ბებიასთან აბა ეს დასაქოქი წიწილა ვის ახსოვს, დაქოქავდი და "კენკავდა" სასურსათო მაღაზიის უცილობელი ატრიბუტი ქუჩის ტაქსოფონი ბიგუტები, რომელსაც ქალები თმის დასახვევად ხმარობდნენ ეს თუნუქის კოლოფები თითქმის ყველას ჰქონდა სამზარეულოში საბჭოთა სარეცხი მანქანა საქართველოში დამზადებული პირველი ფერადი ტელევიზორი "ივერია" ბევრმა შეიძინა 80-იან წლებში რძის ბიდონი ყველა ოჯახში მოიძებნებოდა ეს სათამაშო ავტომატები ძირითადად კინოთეატრებში იდგა სათამაშო "კალეიდოსკოპი" მეტალისგან დამზადებული ავოსკა რადიოლა ყველა ოჯახში შეგხვდებოდთ, თუნდაც ასეთი რომელიც 1950/1960 იან წლებში გამოდიოდა "სალემი"პირველი ამერიკული სიგარეტი მენთოლით, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში იყიდებოდა მაღაზიებში. "გაზაფხულის მეჩვიდმეტე გაელვება"-ერთ-ერთი პირველი საბჭოთა მინი სერიალი საბჭოთა ჯაშუშზე, რომლის მოქმედებაც მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს, პირველად გავიდა ტელეეთერში 1973 წელს, რომელსაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. "რვაფეხა"-იტალიური სერიალი მაფიაზე, რომელიც საბჭოთა კავშირმა შეიძინა 1986 წელს, მოიპოვა დიდი პოპულარობა ტელემაყურებელებში. "მონა იზაურა"-პირველი სამხეთამერიკული სერიალი რომელიც სსრკ-მ შეიძინა 1988 წელს. და გახდა ყველაზე გაყიდვადი ბრაზილიური სერიალი. იმ დროის ანეკდოტი: კახელი მოკვდება და ცოლი დაატირებს:" ბიჭოო ..იზაურას ბედნიერებას მაინც მოსწრებოდიო" "ნარჩიტა, ჩიტი მგალობელი"(ან მომღერალი ჩიტია)-თურქული მინი სერიალი, რომელიც 1986 წელს გადაიღეს, ხოლო სსრკ-მ შეიძინა 1990 წლის დასაწყისში. 809 2-ს მოსწონს
|