x
image
თეონა გორდეზიანი
როგორ დაერქვა ხიდს "მშრალი ხიდი"?

თავიდან მას „მიხეილის მცირე ხიდი“ ერქვა, მოგვიანებით ეწოდა „ნიკოლოზის ხიდი“. თლილი ქვით ამოყვანილი ხიდის ქვეშ XX ს-ის 30-იანი წლებამდე მტკვრის ტოტი მიედინებოდა, რომელიც ორბელიანთა, მოგვიანებით კი მადათოვის კუთვნილ კუნძულს გამოყოფდა. ორი ხიდის შესაერთებლად ადგილი რომ აეწიათ, კუნძულის შესაბამის ნაწილში უზარმაზარი მიწაყრილი გაკეთდა. სანაპიროს გზის გაყვანამდე გაჩნდა ახალი ქუჩა, რომლის გაყოლებაზე დაიდგა სავაჭრო დუქნები და ფარდულები. 1930-იან წლებში ტოტის დაშრობის გამო კუნძული გაქრა, ხიდი კი შემორჩა და მას „მშრალი ხიდი" დაერქვა. ხიდის მალის სიგრძეა 32 მ, სავალი ნაწილის სიგანე - 11 მ. ხიდს დღემდე თითქმის უცვლელად აქვს შენარჩუნებული პირვანდელი სახე.image

0
75
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0