სხვა რას ნიშნავს სიტყვები ,,პაპა“ და ბაბო“? 2023, 26 თებერვალი, 23:05 საკმაოდ დიდი ხნის წინ ტელევიზიაში მიწვეული ჰყავდათ ქართული ენის, ანბანის და ქართული ენის გრამატიკის უდიდესი მკვლევარის და მეცნიერის აკად. ბ-ნ აკაკი შანიძის შვილი ქ-ნი მზექალა შანიძე ქალიშვილთან ერთად. იხსენებდნენ ბ-ნ აკაკისთან ოჯახური თანაცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებს. ამ საუბრის დროს ბ-ნ აკაკის სიტყვა “პაპა“-თი მოიხსენიებდნენ. ჟურნალისტმა ეს შენიშნა და ჰკითხა მათ: თქვენ ხომ დასავლეთ საქართველოდან ხართ, ბატონ აკაკის რატომ უწოდებთ “პაპა“-ს და არა “ბაბუა“-ს? გაირკვა, რომ თვითონ ბ-ნი აკაკი უშლიდა მათ რომ “ბაბუა“-თი მიემართათ. ის თვლიდა, რომ ქართულად “ბაბუა“ “ბებია“-ს ნიშნავს, ამიტომ ყოველთვის “პაპა“ დამიძახეთო.
სპეციალობით მშენებელი ინჟინერი ათწლეულებია დაინტერესებული ვარ ქართველთა და მსოფლიოს ხალხთა მითოლოგია, ეთნოგრაფია, არქეოლოგიის საკითხების კვლევებით. არაერთხელ შევნიშნე, რომ სხვადასხვა ხალხები სამყაროს მამრ პირველსაწყისს მოიხსენიებენ: “პა“ - “პაპა“ (ტიბეტი, სუდანი და სხვა).
დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი “პაპა“-თი მიმართავს ოჯახის უფროს მამაკაცს. ქრისტიანული რელიგიის პატრიარქი “რომის პაპა“-თი მოიხსენიება. ბერძნები მღვდლებს “პაპა“-თი მოიხსენიებენ.
სიტყვა “პაპა“ ღვთაებრივი მამრი საწყისის ენერგიის მატარებელია. მიმაჩნია, რომ ქართველებმა აუცილებლად უნდა დაიბრუნონ სიტყვა “პაპა“ ქართულ სამეტყველო ენაში, რომელიც პრესით თუ ტელევიზიით საერთოდ აღარ იხმარება და გადავედით “ბაბუა“-ს ხსენებაზე.
ასევე მნიშვნელოვანია ქართველებისთვის სიტყვა “ბაბ-ო“. “ო-ონ“ ასო-ნიშანს ქართველები სიტყვა უფალის ნაცვლად წერდნენ. “ბაბ“ - უკავშირდება “ბაბ-ელ-ონის“ გოდოლს (კოშკს). ქრისტიანობამდე ბაბელონის გოდოლს გამოსახავდნენ დრაკონზე, დადგმული კოშკის სახით. ასეთი ბაბელონის გოდოლი საქართველოში გარეჯში კლდეშია გამოკვეთილი დრაკონზე დადგმული კოშკის სახით (2-2, 5 მლნ.წელი). გალავანშემოვლებული კოშკი ქრისტიანულ სიმბოლიკაში ღვთისმშობლის სიმბოლოა (ზ. აბზიანიძე - სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია, 2006 წ., ტ.1, გვ.113, “კოშკი (გოდოლი)’’)
სამყაროს დედას ძველად ქართველები ლოცვაში ასე მოიხსენიებდნენ: “დიდო დედაო’’ ანუ “დიდი დედა’’ იგივე “დიდედა’’ ანუ “ბაბო’’ - “ბაბუა’’.
ქართული სიტყვები “ბაბო’’ და “პაპა’’ ყველა ქართულ ოჯახში განაპირობებს ღვთაებრივი მფარველი ენერგიის არსებობას. ამიტომ ყველა ქართულ ოჯახში ისევ უნდა დაბრუნდეს ღვთაებრივი სიტყვები “პაპა’’ და “ბაბო’’.
ქართველები თავის წინაპრებს ასე მოიხსენიებენ: “მამა-პაპანი’’.
ნაზი ხანიაშვილი
12 სექტემბერი 2022 წელი 331 შეფასება არ არის
|