სხვა რუსეთში დედამ ბილწსიტყვაობის გამო ქალიშვილი აიძულა ტუალეტის წყლით გაეხეხა კბილები(ვიდეო) 2023, 26 თებერვალი, 15:35 რუსეთში, კერძოდ როსტოვის ოლქში მომხდარი ინციდენტი ფართო განხილვის საგანი გახდა სოციალურ ქსელებში. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ მოზარდი თაობის პირიდან არ ისმოდეს უხამსი და ვულგარული სიტყვები და მშობლები თუ საზოგადოება შეებრძოლოს მას, მაგრამ რა მეთოდებით? თინეიჯერები იგინებიან და ზოგჯერ არ ერიდებიან უცენზურო სიტყვების წარმოთქმას მასწავლებლებისა და მშობლების წინაშეც კი. ზოგიერთ ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც მოზარდების მხრიდან ესმის უცენზურო სიტყვები, არ ბრაზდება, თვლის, რომ ბავშვები გაიზრდებიან, ჭკუა მოემატებათ და თავად მიხვდებიან, რომ ასე არ შეიძლება . სხვები კი, პირიქით, მზად არიან ნებისმიერი საშუალებით ებრძოლონ ბილწსიტყვაობას. როსტოვის ოლქში დედამ დასაჯა თავისი 12 წლის ქალიშვილი უცენზურო ლექსიკის გამოყენებისთვის ინტერნეტ -სტრიმის დროს, თუმცა მეთოდი საკმაოდ სასტიკი გახლავთ: მან აიძულა მოზარდი გოგონა ტუალეტის წყლით გამოეხეხა კბილები და თან ეს პროცესი ვიდეოზე დააფიქსირა. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და მწვავე კომენტარებიც მოჰყვა. ინტერნეტის მომხმარებლები ორ ბანაკად გაიყვნენ . ზოგს მიაჩნია, რომ ბავშვის დამცირება ვერ იქნება აღზრდის მისაღები მეთოდი და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც დედა სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს. გოგონას მშობლის მიმართ სიძულვილი გაუჩნდება და მის საწინააღმდეგოდ განეწყობა. სხვები კომენტარებში იხსენებენ, რომ ადრე უწმაწური სიტყვების გამო მშობლები პირში საპნის ჩადებას აიძულებდნენ - პრინციპში, მეთოდი თითქმის იგივეა. ბავშვის ფსიქიკა კი პლასტიკურია, შეურაცხყოფა დაავიწყდება, მაგრამ დასჯის გაკვეთილი არა. თქვენ რას ფიქრობთ? 39 2-ს მოსწონს
|