x
image
ნინო ხიმშიაშვილი
საქართველოს მთავრობის საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილ ტექსტებში რუსეთი ერთხელაც არ არის ნახსენები

image


image



დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი გავიდა. საქართველოს მთავრობის ფეისბუქ - გვერზე გამოქვეყნებულ ტექსტებში არცერთხელ არაა ნახსენები რუსეთი. ერთ-ერთი პოსტი კი შემდეგია:


"1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის - ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება.



ამავე დროს, 25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ. ჩვენი დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც საკუთარი თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საბოლოოდ ყოველთვის სიმართლე და ღირსება იმარჯვებს.


დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისკენ.



საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი"

2
41
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
41
  
2023, 25 თებერვალი, 20:01
რომ ეხსენებინათ,რუსები გაიქცეოდნენ ქვეყნიდან თუ ვალოდია ჩაიფსავდა შიშისგან? ასეთი დებილები როგორ ხართ,ისეთზე მაინც შედავეთ ქოცეთს,რაც სადაოა რეალურად და არა ამ უაზრობაზე. იმდენი მავნებლობა გააკეთეს და ხმა არ ამოგღიათ,რატომ? ადამიანს საკუთრებაში ჩაუფსეს და უწყვეტენ რა ან როგორ გააკეთოს. უფრო მეტსაც გეტყვით,სულ ახლახან იღებენ ახალ კანონს და განიხილავენ სამხედრო რეფორმას,რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება და ზღუდავენ მართმადიდებლების გარდა ყველას ანუ ყველა რელიგიური ორიგანიზაციის მღვდელმსახური ვალდებული იქნება წავიდეს ჯარში,ხოლო მართმადიდებელი არა. ეს არის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია და პირველი საკუთრების უფლების დარღვევა. ეს თუ გკიდიათ,მაშინ რაღას ბუინობთ,რა რუსეთის ოკუპაცია და რაის გმირები. უტვინოები ხართ და ვერ ხვდებით ან შეგნებული მავნებლები,რისთვის იბრძოდნენ ის ხალხი? იმისთვის რო სულში გაფურთხებდეს საკუთარი მთავრობა და შენ წარბიც არ გიტოკდებოდეს. რა აზრი აქვს,რუსი დაგიმონებს და გამოგაშტერებს თუ ქართველი,მონა ყოველთვის მონაა. შეეშვით ამ რუსეთს,ჩვენ ტრ... მივხედოთ და იმას რო საკუთარი ხელისუფლება გვხმარობს გარდიგადმო
2023, 25 თებერვალი, 17:00
.......რომელსაც ქართველი სერგო ორჯონიკიძე მოუძღვებოდა
0 1 2