x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1970-იანი წლების ბოლივუდის ვარსკვლავი თინეიჯერების კუმირი გახდა

image

ზინატ ამანმა, 1970-იან წლებში ინდური კინოს მოყვარულები მოხიბლა თავისი ინოვაციური სტილითა და არატრადიციული ბოლივუდური როლებით, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, 71 ქალმა "ინსტაგრამზე" Z თაობის (ანუ 2000 წლის შემდეგ დაბადებულების)გულის მონადირებაც შეძლო.


მისი პირველი ფოტო და პოსტი სოციალურ ქსელში ამ ერთი კვირის წინ დაიდო, რომელიც ამანის სახლში ახალგაზრდა ქალი ფოტოგრაფის მიერ არის გადაღებული;ტაბურეტზე მჯდომი კომფორტულ ზოლიან პიჟამოებში, რომელსაც მზის სხივების ათინათი დაჰკრავს.


ამანი ფოტოს ქვეშ მინაწერში მოგვითხრობს თუ რამდენად დომინანტური იყო 1970-იან წელბში მამაკაცის მზერა ფილმებსა თუ მოდაში.



"ჩემი კარიერის მანძილზე ბევრმა ნიჭიერმა მამაკაცი გადამიღო ფოტო და გადამიღო კინოში . თუმცა ქალის თვალთახედვა განსხვავებულია... არც განათება, არც ვიზაჟისტი, არც პარიკმახერი, არც სტილისტი, არც ასისტენტი. უბრალოდ მშვენიერი მზიან დღესთან ერთად“, - წერს იგი.

image

მსახიობის ეს პოსტი ათასჯერ გადააზიარეს სხვადასხვა სოციალური მედიაზე, ამანს აქებდნენ მარტივი და ამასთანავე აზრიანი პოსტის გამო.


ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, რომ, მსახიობმა რომელმაც ოთხი ათეულის წლის წინ მოიპოვა პოპულარობა, "ინსტაგრამზე" დებიუტის შემდეგ მომენტალურად მოახერხა ბევრად უფრო ახალგაზრდა აუდიტორიის გულების დაპყრობა . თაობა Z -იც კი, რომლებიც, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ მემებს, ჰიპერბოლებს და მოკლე ვიდეორგოლებს, ამბობენ, რომ უყვართ მისი შინაარსიანი, აზრიანი პოსტები .


image

როგორც ერთმა მომხმარებელმა დაწერა, „თუ გნებავთ იცოდეთ, მეტასამყარო რომ იყოს წყნარი და მოხდენილი სივრცე, ზინატ ამანმა გვაჩვენა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“.


ზინატ ამანმა ერთი კვირაა რაც გახსნა "ინსტაგრამის" პირადი გვერდი, სულ დადო 11 პოსტი, თუმცა ამ მოკლე ხანში 65 000 გამომწერის მოგროვება შეძლო.


ზინატ ამანი ჯერ ვიცე "მის ინდოეთი" გახდა, ხოლო 1970 წელს მოიგო კონკურსი "მის აზია".

image


შეგახსენებთ იმ ფილმებს, რომლითაც საბჭოთა მაყურებელი საკმაოდ კარგად იცნობს ზინად ამანს:" და-ძმა"(1971) "სიყვარულის მარადიული ზღაპარი"(1977) "ჭეშმარიტება, სიყვარული და სილამაზე"(1978), "ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღი(1979 წელი, საბჭოთა კავშირთან ერთად), "როგორც სამი მუშკეტერი"(1984) და სხვა.



ნაწყვეტი ფილმიდან "სიყვარულის მარადიული ზღაპარი"


1
103
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
103
  
2023, 25 თებერვალი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1