x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ყველაზე ცნობილი ქალი ეგვიპტის ისტორიაში- დედოფალი ნეფერტიტის იდუმალი ცხოვრება, ძალაუფლება და გაუჩინარება

დედოფალი ნეფერტიტი, ფარაონ ამენჰოტეპ IV-ის ცოლი, შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ცნობილ ქალად ძველი ეგვიპტის ისტორიაში. ის იყო ქურუმი, ცოლი და შეიძლება ფარაონის როლიც კი მოირგო - ამ ქალმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის მართვაში 14 წლის განმავლობაში, შემდეგ კი უკვალოდ გაქრა.image
ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ ნეფერტიტი ქმრის გარდაცვალების შემდეგ ფარაონი გახდა და სამეფოს მართავდა მანამ, სანამ ძალაუფლება ტუტანხამონს არ გადაეცა. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ქალის გარეგნობაზე მოქანდაკე ტუტმოს უმცროსის ნამუშევრის ბიუსტით, სადაც დედოფალი მაღალ თავსაბურავშია გამოსახული.image

მსოფლიოში ცნობილი ეგვიპტის დედოფლის ბიუსტი, რომელიც მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთ საოცრებად ითვლება, 1912 წელს უდაბნოში გათხრების დროს გერმანელმა არქეოლოგმა ლუდვიგ ბორჩარდმა აღმოაჩინა. მეცნიერმა იგი ფარულად წაიღო გერმანიაში და გადასცა ბერლინის მუზეუმს. ეგვიპტელებმა მოითხოვეს აღმოჩენის დაბრუნება, გამოიყენეს მუქარა - ბორჩარდი შეაშინეს ნეფერტიტის სასიკვდილო წყევლით - მაგრამ არც ის და არც გერმანიის ხელისუფლება არ აპირებდა მის დაბრუნებას.

ამბობდნენ, რომ მესამე რაიხის ფიურერმა ადოლფ ჰიტლერმა ეგვიპტელი ლამაზმანის ბიუსტი ბუნკერში თავის პალატებში ჩაიტანა და მუდმივად აღფრთოვანებული უყურებდა მას. ამჟამად ქანდაკება კვლავ ბერლინის მუზეუმშია.

ძველი ეგვიპტის მკვიდრთათვის ნეფერტიტი არ იყო მხოლოდ ფარაონის ცოლი და მათი დედოფალი, მას პატივს სცემდნენ როგორც ქალღმერთს. ქალიშვილებთან და გვირგვინოსან ქმართან ერთად ის ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდიდრულ სასახლეში ცხოვრობდა.image

მონარქის რეზიდენციები, პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, არ იყო უზარმაზარი - საშუალოდ დაახლოებით 160 კვადრატული მეტრი. ყოველი ახალი სასახლე უფრო ლამაზი და მდიდარი უნდა ყოფილიყო, ვიდრე წინა.

ნეფერტიტის სასახლე გარშემორტყმული იყო მდიდრული ბაღებით ხეივნებითა და აუზებით, რომლებიც ასე უყვარდათ ეგვიპტელებს. მასში იატაკი ფერადი მოზაიკით იყო მორთული, ხოლო ჭერი, კედლები და სვეტები მოხატული იყო. კედლებზე ჩვეულებრივ გამოსახული იყო ფარაონისა და მისი ოჯახის ცხოვრებიდან სცენები, ან მმართველი ხარჭებით გარშემორტყმული. ძვირადღირებული ავეჯი, ოქროსგან დამზადებული ან ძვირფასი ქვებით მორთული საყოფაცხოვრებო ნივთები ავსებდა ეგვიპტის დედოფლის საცხოვრებელს.

ნეფერტიტი იყო გამხდარი და მინიატურული ქალი ლამაზი ფიგურით. ფარაონის საყვარელ ცოლად რომ დარჩენილიყო, მან დიდი დრო დაუთმო თავის მოვლას: იღებდა აბაზანებს ზღვის მარილით, მონები კანს უზელდნენ არომატული ზეთებით, ფრჩხილებს ხნით ან თხევადი ოქროთი უღებავდნენ. ფერუმარილისთვის დედოფალი იყენებდა დაფქულ ფერად მინერალებს, რომელსაც შემდგომში ტუჩის ბალზამადაც იყენებდა

ნეფერტიტის გარდერობში ყველანაირი ძვირადღირებული გამჭვირვალე კალაზირის კაბები იდო – ერთგვარი ვიწრო ნაჭერი მკერდიდან ტერფამდე, ერთ-ორ თასმზე. საზოგადოების ზედა ფენის წარმომადგენლები ასეთ კაბებს კერავდნენ მსუბუქი ძვირადღირებული ქსოვილებისგან, ღარიბები კი ყიდულობდნენ ტანსაცმელს უხეში მასალისგან.

მრავალრიცხოვან ფრესკებზე ისინი გამოსახულნი იყვნენ როგორც შეყვარებული მეუღლეები. მიუხედავად იმისა, რომ მმართველს სხვა ცოლები ჰყავდა, ნეფერტიტი სამართლიანად ითვლებოდა მის ცხოვრებაში მთავარ ქალად. მას ისეთივე ძალა ჰქონდა, როგორიც მის ქმარს. თუმცა, ეს გასაკვირი არ არის. ძველ ეგვიპტეში ქალებს მამაკაცებთან თანაბარი უფლებები ჰქონდათ. მათ შეეძლოთ ვაჭრობა, ბრძოლა, საკუთრების ფლობა და სახელმწიფოს მართვაც კი.

ქმართან ერთად, ნეფერტიტმა დაიწო რეფორმების გატარება. იმ დროს ისინი საკმაოდ რევოლუციურად გამოიყურებოდნენ: სახელმწიფოს მეთაურმა გააუქმა პოლითეიზმი და გამოაცხადა, რომ მზის ღმერთი ატონი ახლა ერთადერთ ღმერთად იყო აღიარებული.image

სახელმწიფოს დედაქალაქი ახეტატონში გადაიტანეს. ქმრისგან ძალაუფლების მიღების შემდეგ, ნეფერტიტი არ დარჩა მდიდრულ პალატებში, მთელ თავისუფალ დროს არ ატარებდა მხოლოდ ძვირადღირებული კოსტიუმებისა და კოსმეტიკური პროცედურების არჩევაში. მან დაიწყო შეხვედრები ადგილობრივ პოლიტიკოსებთან, მონაწილეობა მიიღო მეზობელი სახელმწიფოების მმართველებთან მოლაპარაკებებში და ახალი ღმერთის განდიდების ყველა დღესასწაულში.

ფარაონს უყვარდა მშვენიერი ცოლი, რომელმაც ექვსი ქალიშვილი გაუჩინა, მაგრამ სერიოზულად ფიქრობდა გვარის გამგრძელებელზე. მმართველის მეორე ცოლმა გააჩინა მისი ერთადერთი მემკვიდრე - ტუტანხამონი, ის ასევე ნეფერტიტიმ გაზარდა.image

ამის შემდეგ ამენჰოტეპ IV-ისა და ნეფერტიტის ბედნიერი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. მმართველი მოულოდნელად გარდაიცვალა. მისმა საყვარელმა მეუღლემ, სხვადასხვა წყაროების თანახმად, ტახტი დაიკავა. მან ტახტი დატოვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტუტანხამონი გაიზარდა და შეძლო დამოუკიდებლად მეფობა. იმისათვის, რომ ძალაუფლება საერთოდ არ დაეკარგა, მან მმართველი ერთ-ერთ ქალიშვილზე დააქორწინა. ეს გასაკვირი არ არის - ფარაონები, როგორც წესი, ქორწინდებოდნენ უახლოეს ნათესავებზე - კერძოდ, დებზე, რათა სამეფო სისხლი არ შერეოდა უღირსი წარმოშობის ადამიანების სისხლს.

ეგვიპტოლოგები თვლიან, რომ ნეფერტიტი 30-40 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფლის მუმია არ უპოვიათ, ამიტომ ძნელი სათქმელია, რამ გამოიწვია მისი სიკვდილი. არსებობს თეორიები, რომ ახალი ბრძანებით უკმაყოფილო ქურუმებმა ფარაონის სიკვდილის შემდეგ შეთქმულება მოაწყვეს და მოკლეს დედოფალი. სხვა ვერსიით, იგი გარდაიცვალა უცნობი დაავადებით, რომელსაც მაშინდელი ექიმები ვერ უმკლავდებოდნენ.

გავრცელდა ჭორები, რომ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ პატივით დაკრძალეს ოჯახის საფლავში. თუმცა მოგვიანებით საფლავი გაძარცვეს. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არქეოლოგები მუდმივად აკეთებდნენ სენსაციურ განცხადებებს, რომ მათ აღმოაჩინეს ნეფერტიტის საფლავი და, კერძოდ, მისი მუმია, მაგრამ ჯერჯერობით ამ აღმოჩენების სანდოობა არ არის დადასტურებული.



1
1095
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1095
  
2023, 24 თებერვალი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1