ადამიანი ეძებს მარტოობას სოფლად, ზღვის პირას, მთებში. შენც
გენატრება ამისთანა მარტოობა? ვინ დაგიშლის, რომ როცა გნებავს საკუთარ გულს
შეახიზნო თავი! დამიჯერე, ვერსად იმისთანა მშვიდობიანს და წყნარს ბინას
ვერ იპოვი, თუ კი შენს გულს შერჩენია თუნდა ერთი ნაპერწკალი გრძნობა
მართლისა. ეგ მართალი საკმაოა ვიგრძნოთ თუნდ ერთ წუთს და მაშინ მაშვალობა
და ნეტარება მისაწვდომად ადვილია. ბედნიერია, ვისაც თავისსავე გულში აქვს
თავისი წმინდათა-წმინდა — მარკუს ავრელიუსი
– _____________________________________________________
საუკეთესო აზრებს ვაწყდებით მაშინ, როცა ვეძებთ სიტყვას.— ჟუბერი
– _____________________________________________________
პიროვნების ბედნიერება ცხოვრების, საზოგადოების გარეშე ისევე
შეუძლებელია, როგორც მიწიდან ამოგდებული და რიყეზე გადაგდებული მცენარის
ცხოვრება — ლევ ტოლსტოი
– _____________________________________________________
მუდამ მზად იყო ომისათვის, ყველაზე ეფექტური საშუალებაა შეინარჩუნო მშვიდობა — ჯორჯ ვაშინგტონი
– _____________________________________________________
არცერთი ადამიანი არ იმსხურებს შენს ცრემლს, ხოლო ის ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს. — მარკესი
– _____________________________________________________
ფული ოქროთი გამოკვეთილი თავისუფლებაა. — რემარკი
– _____________________________________________________
ნუ ხარჯავ ამდენ ძალისხმევას, ყველფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება. — მარკესი
– _____________________________________________________
ქალმა იცის იმ კაცის სახე, რომელიც უყვარს, ისევე როგორც მეზღვაური იცნობს გაშლილ ზღვას. — ბალზაკი
– _____________________________________________________
კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას. — ფენელონი
– _____________________________________________________
რატომ გგონია, რომ შენ უცნაური და სხვანაერი ხარ, მარტოსული და მიუსაფარი
თუ მიზეზი მხოლოდ იმაშია, რომ შენ ჯერ არ შეხვედრილხარ შენს მეორე ნახევარს — რიჩარდ ბახი
– _____________________________________________________
პეპელა სანამ ყვავილს ნახავდეს- მყრალ ბალახებსაც თავსა ევლება. — აკაკი
– _____________________________________________________
ცხოვრებაში ან უნდა აგროვებდე ფულს, ან უნდა ხარჯავდე… ერთ ადამიანს დრო არ ეყოფა ორივე მათგანის გასაკეთებლად. — სპარსული ანდაზა
– _____________________________________________________
ყოველთვის ნუ იტყვი იმას, რაც იცი, ხოლო ის კი მუდამ იცოდე, რასაც ამბობ. — კლავდიუსი
– _____________________________________________________
თუ გეყვარება, არც მწუხარება შემოგაწვება, არც გულგატეხილობა და
სევდა-ნაღველი. ისწავლე ყველას სიყვარული, მაშინ მარტო არასდროს იქნები — სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)
– _____________________________________________________
დიდი სტრესისა და გაჭირვების ჟამს, საუკეთეო გამოსავალია დარჩე
დაკავებული, რათა შენი რისხვით და ენერგიით რაიმე პოზიტიური კვალი შექმნა — ლი იაკოკა
– _____________________________________________________
დრო არ მოდის, დრო მიდის და ვინც მას არ გაჰყვება დაიღუპება’ — ჯავახიშვილი
– _____________________________________________________
ადამიანი მოკვდავია და მას ერთადერთი შესაძლებლობა გააჩნია, იქცეს უკვდავად, თუკი თავის შემდეგ დასტოვებს რასმე უკვდავს — უილიამ ფოლკნერი
– _____________________________________________________
გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული,
თუ არ გამოვდექ საქართველოსთვის.
მერე დამწვით და
ეს სხეული, ფერფლად ქცეული
ქარს გაატანეთ საქართველოსთვის.
გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული
საქართველოსთვის!
საქართველოსთვის! — გოდერძი ჩოხელი
– _____________________________________________________
პრესა — ეს არის პარტიზანული მოძრაობა სახელმწიფოს ზურგში. — გ. მილნიკი
– _____________________________________________________
არსებითია, მონაარქია ხალხთან ახლოს იყოს. ესაა სწორედ ის, რასაც მე ვცდილობ და ვაკეთებ — პრინცესა დაიანა