დღეს ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი და მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა 75 წლის ასაკში “ჯოენის" კლინიკაში გარდაიცვალა.როგორც გარდაცვლილის მეგობარმა განაცხადა გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემები იყო.
ჯუმბერ ლეჟავა 1993 წლის 13 აგვისტოდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური.
ჯუმბერ ლეჟავას 1999 წელს იუნესკომ გადასცა "მსოფლიო სპორცმენის" დიპლომი, ხოლო 2002 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასალის სახელობის I ხარისხის ორდენით.