საზოგადოება ქართველი გმირი,რომელიც ბავშვის გადარჩენას შეეწირა 2014, 30 ივლისი, 17:05 რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა. მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა. ოთო გურგენიშვილმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაც „დიდი სისწრაფით მიმავალი „მერსედესის ჯიპი“ მას დაეჯახა. ოთო გურგენიშვილი „საქართველოს ბანკსა“ და სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ პიარის და გაყიდვების მიმართულებით მუშაობდა.ის ასევე პოეზიით იყო გატაცებული ოთოს ლექსები „ფეისბუქზე“ შექმნილ გვერდზე „ოთო გურგენიშვილის პოეზია“ ქვეყნდებოდა. ამ გვერდზე მის მიერ გამოქვეყნებული ბოლო პოსტი ასეთია: 304 1-ს მოსწონს
|