სხვა იაპონიაში ინტიმურ კავშირზე თანხმობა 13 წლიდან 16 წლამდე გაიზრდება 2023, 23 თებერვალი, 19:41
სამაგიეროდ კანონი გამკაცრდება გაუპატიურებაზე. ხოლო ყველა პედოფილს გაუშვებენ ციხეში.
როგორც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ამომავალი მზის ქვეყანაში ბევრი ვიზუალურ-ვირტუალური ეროტიზმია და ამის ფონზე სულ უფრო ნაკლებია რეალური სექსი. ზოგს საერთოდ არ სურს ურთიერთობა.იაპონიაში ძალზე დიდი რაოდენობით არიან მარტოხელა მამაკაცები და ქალები. მათ, ვინც ურთიერთობა არ სურს, „ბალახისმჭამელებს“ უწოდებენ. კვლევების მიხედვით, 20-დან 30 წლამდე მამაკაცების ნახევარზე მეტი მარტოხელაა. 20 წელს გადაცილებულთა 61 პროცენტი და 30 წელზე უფროსი ასაკის 70 პროცენტი აღიარებს, რომ „ბალახისმჭამელები“ არიან. ბევრი მათგანი აქტიურად მუშაობს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც მეტსახელად „პარასაიტო სინგურუ“ -ს უწოდებენ (უცოლო-პარაზიტი). "პარაზიტები" - როგორც ჩანს, მშობლების ხარჯზე ცხოვრობენ. ანალოგიური სიტუაციაა ქალებთან მიმართებაში. დიახ, საუბარია იმაზე, რომ ჯერ კარიერის აწყობა და შემდეგ ბევრი ფულის შოვნა უნდათ. როგორც წესი, წარმატებას რომც მიაღწიონ, მაინც არ ქმნიან ოჯახს და არც ურთიერთობაში შედიან. ამავდროულად, იაპონიას აქვს ძალიან ლიბერალური კანონები სექსთან დაკავშირებით: თანხმობის ასაკი იწყება 13 წლიდან. ხოლო თუ გოგონა ვინმეს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ეს იძულებით მოხდა და რომ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ახლა იაპონიაში აპირებენ ამ კანონის შეცვლას. სექსზე თანხმობის ასაკის ზღვარი გაიზრდება 16 წლამდე; რაც შეეხება გაუპატიურებას, მისი განსაზღვრება მოიცავს ალკოჰოლის, ნარკოტიკების და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამოყენებას. ასე რომ, მომავალში დანაშაულის დასაბუთება და დამტკიცება ბევრად უფრო ადვილი იქნება და მოძალადე და პედოფილები ერთად წავლენ ციხეში. 644 2-ს მოსწონს
|