x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ჰოლივუდის მთავარი მექალთანე, რომელიც თავის შეყვარებულებს შორდება, როგორც კი ისინი 25 წლის გახდებიან

image
ლეონარდო დიკაპრიო - ჰოლივუდის ცნობილი გულთამპყრობელია და ეს სტატუსი უკვე დიდი ხანია აქვს. მსახიობი 49 წლისაა, მაგრამ დაოჯახებაზე არც კი ფიქრობს, მეტიც, საზოგადოება უკვე იმაზეც ხუმრობს, რომ დიკაპრიო თავის ახალგაზრდა შეყვარებულებს შორდება, როდესაც მათ 25 წელი უსრულდებათ.

1. ბრიჯიტ ჰოლი- 1977

პირველი გოგონა, რომელიც 19 წლის დიკაპრიომ საზოგადოებას „ოფიციალურად“ წარუდგინა, იყო 16 წლის ბრიჯიტ ჰოლი, რომელმაც გახსნა ულამაზესი ქერათმიანების სერია, რომლებიც ლეონარდოს ახალგაზრდობაში ამშვენებდნენ და სრულწლოვანებამდე აგრძელებენ შეხვედრას. იმ დროს, მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, მოდელი ტეხასიდან უკვე საკმაოდ წარმატებული იყო და მისი ფოტოსურათები ამშვენებდა მოდის ჟურნალებს.image

2. კლერ დეინსი- 1979

მსახიობებმა ერთანეთი 1995 წელს, ფილმის “რომეო + ჯულიეტა" გადაღებებზე გაიცნეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მათ ერთმანეთი თავდაპირველად არ მოეწონათ და გადასაღებ მოედანზე ერთმანეთს გაურბოდნენ კიდეც, მაგრამ ჟურნალისტებმა ისინი მალევე შენიშნეს ერთად გადაღებების მიღმაც. ფილმის გამოსვლისთანავე, ისინი ერთანეთს დაშორდნენ, ამბობენ, რომ კლერს ტიტანიკში როუზის როლიც შესთავაზეს, მაგრამ მან დიკაპრიოს გამო კატეგორიული უარი თქვა.image

3. კრისტენ ზანი-1974

ლეო ფილმის "რომეო და ჯულიეტას" პრემიერაზე მომხიბვლელ ქერა მოდელთან - კრისტენ ზანთან ერთად მივიდა. შემდეგ თაყვანისმცემლებმაც და პრესამაც გადაწყვიტეს, რომ მსახიობი ყოფილი შეყვარებული კლერ დეინსის გაღიზიანებას ცდილობდა. მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მსახიობს ნამდვილად ჰქონდა ძლიერი გრძნობები მოდელის მიმართ. გოგონა იდეალურად ერგებოდა მის საყვარელ ტიპს: ქერათმიანი, ცისფერთვალება დახვეწილი ფიგურით. კრისტენმა მცირე ნაბიჯები გადადგა სამსახიობო პროფესიაშიც, თუმცა უშედეგოდ. ინტერვიუში დიკაპრიომ აღიარა, რომ შეყვარებული და ბედნიერი იყო. 1997 წელს ლეონარდომ და კრისტენმა ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაც კი დაიწყეს, რადგან ჰოლივუდის მექალთანეებს ყველაზე სუფთა და გულწრფელი ზრახვები ჰქონდათ ქერა მოდელის მიმართ. თუმცა, როდესაც "ტიტანიკი" ფართო ეკრანებზე გამოვიდა, დიკაპრიო ფაქტობრივად დიდების ზვავმა აიტანა. სწორედ მაშინ მიხვდა კრისტენი, რომ მზად არ იყო გაეძლო თაყვანისმცემლების მუქარებისთვის და პაპარაცების მუდმივი შევიწროებისთვის და დაშორება გადაწყვიტა. მაგრამ ლეო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა კრისტენის დაბრუნებას და თავისი განზრახვების სერიოზულობის დასამტკიცებლად, ქორწინება შესთავაზა. 2000 წლამდეწყვილი ხან რიგდებოდა, ხან ისევ შორდებოდა.image

4. ჟიზელ ბიუნდჰენი- 1980

სწორედ ჟიზელთან ურთიერთობა გახდა შემდეგი კრისტენთან დასორების შემდეგ. მათი ურთიერთობა ხუთი წელი გაგრძელდა, რასაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. ბევრს ეგონა, რომ მსახიობმა საბოლოოდ იპოვა ის ერთადერთი. სუპერმოდელი მზად იყო ოჯახის შესაქმნელად, მაგრამ ლეო დაქორწინებას არ აპირებდა. უფრო მეტიც, ის არ უჭერდა მხარს ჟიზელს მაშინაც კი, როდესაც ის დეპრესიას ებრძოდა და ალკოჰოლს და მსუბუქ ნარკოტიკებს მიმართავდა. 2005 წელს დაშორების შემდეგ, ჟიზელი მალევე დაქორწინდა ფეხბურთელ ტომ ბრედზე. დღეს ის ორი შვილის ბედნიერი დედა და პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი სუპერმოდელია. Forbes-ის მიხედვით, ბიუნდჰენის წლიური შემოსავალი დაახლოებით 50 მილიონი დოლარია.image

5. ბარ რაფაელი- 1985

დიკაპრიო ისრაელელ მოდელს და მსახიობ ბარ რაფაელს 2005 წლის დეკემბერში ლას ვეგასში U2 -ს კონცერტზე შეხვდა. იმ დროს მოდელი 20 წლის იყო. ცისფერთვალება ქერა მსახიობისთვის იდეალური პატარძალი ჩანდა: მშვიდი, მოკრძალებული და უაღრესად ლამაზი. უფრო მეტიც, რაფაელმა მიაღწია იმას, რაც მსახიობის არცერთ წინა გოგონას არ შეეძლო: იგი დაუმეგობრდა ლეონარდოს დედას ირმელინს, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ შვილის საყვარელი შვილიშვილებს აჩუქებდა. თუმცა წყვილი ერთმანეთს ხან შორდებოდა და ხან ისევ რიგდებოდა, საბოლოოდ ისინი 2011 წელს დაშორდნენ.
image

6. ბლეიკ ლაივლი- 1987

2010 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ბარ რაფაელთან ურთიერთობაში იყო, ლეო შეხვდა მსახიობ ბლეიკ ლაივლის, რომელიც ქასთინგს გადიოდა დეიზის როლზე “დიდი გეთსბი"-ს კინოადაპტაციაში. იმ დროისთვის მომხიბვლელი 23 წლის ქერა უკვე ცნობილი იყო სერიალიდან “ჭორიკანა". მათი ურთიერთობა მხოლოდ 5 თვეს გაგრძელდა. დღეს ბლეიკი დაქორწინებულია მსახიობ რაიან რეინოლდსზე და 4 შვილის დედაა.image

7. ერინ ჰიზერტონი-1989

ერინ ჰეზერტონი Victoria's Secret-ის ერთ-ერთი მოდელია, რომელსაც დიკაპრიო 10 თვის განმავლობაში ხვდებოდა. მათი ასაკობრივი სხვაობა 15 წელი იყო, მაგრამ ეს არავის აწუხებდა. ხანმოკლე რომანი 2011 წელს დაიწყო და 2012 წლის ოქტომბერში დასრულდა.
image

8. ტონი გარნი- 1992

2013 წლის მაისში კანის კინოფესტივალზე გერმანელი მოდელი ტონი გარნი გაიცნო, ლეომ დრო არ დაკარგა და გოგონა საკუთარი იახტით ხმელთაშუა ზღვაში საკრუიზოდ მიიწვია. როგორც ჩანს, 40 წლის ლეონარდოსა და 21 წლის ტონის ასაკობრივი სხვაობა აბსოლუტურად არ ანაღვლებდათ. მათი ურთიერთობა წელიწად ნახევარი გაგრძელდა და 2014 წელს დაშორდნენ.image

9. კელი რორბახი- 1990

ამერიკელი მოდელი კელი რორბახი და ლეო პირველად ერთად 2015 წლის ივნისში შენიშნეს შოუბიზნესის სამოდელო წვეულებაზე. მას შემდეგ წყვილი განუყოფელი იყო. ჭორები ვრცელდებოდა, რომ ლეომ კელის ხელიც სთხოვა. მაგრამ, რაღაც ისე ვერ წავიდა და წყვილი დასორდა.image

10. ნინა აგდალი-1990

2016 წლის ივლისში ლეომ გაიცნო დანიელი მოდელი ნინა აგდალი. წლის განმავლობაში შეყვარებული წყვილი მუდმივად ჩნდებოდა ერთად როგორც ღონისძიებებზე, ასევე დასვენების დროს. თუმცა ისინიც მალევე დაშორდნენ.image

ბონუსი

თუ გგონიათ, რომ დიკაპრიოს მხოლოდ ქერათმიანი მოდელებითაა გატაცებული, ძალიან ცდებით. ჰოლივუდის მექალთანის სიაში არაერთი შავგრემანი ლამაზმანიცაა და ამის დასტურია მისი ურთიერთობა არგენტინელ მსახიობთან და მოდელთან - კამილა მორონესთან, რომელიც გაგრძელდა 2017 წლის ბოლოდან 2022 წლის აგვისტომდე. მას შემდეგ რაც კამილა 25 წლის გახდა, ლეომ ოთხწლიანი ურთიერთობა გაწყვიტა.

დღემდე, შეყვარებულთა სია, რომელიც ალბათ არ ჩამოუვარდება Victoria's Secret-ის ცალკე კატალოგს, აგრძელებს სწრაფად ზრდას. ასე, მაგალითად, მსახიობმა არამარტო მოახერხა საახალწლოდ დასასვენებლად წასვლა მსახიობთან და მოდელ ვიქტორია ლამასთან, არამედ დაშორებაც მოასწრო მასთან. იანვრის ბოლოს წინა 23 წლის ფავორიტი 19 (!) წლის ისრაელელმა მოდელმა ედენ პოლანიმ შეცვალა...image

















1
191
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
191
  
2023, 23 თებერვალი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1